წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი - ჯემალ გახოკიძე

წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი - ჯემალ გახოკიძე

ჯემალ გახოკიძე 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატი) სპიკერი, სამართლისა და პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი 

ტელეფონი: (+ 99532) 2 36 53 96
ელ-ფოსტა: senati@gtu.ge

 

განათლება:

2004 წელი _      ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი,    

                            პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, სადოქტორო თემა

                           `საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების პრობლემები”.

1987 წელი _      იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი, ქ.

                            მოსკოვი, დისერტაციის თემა `გამოძიების და მოკვლევის ორგანიზაცია”.

1967–1972წ.წ. – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი,

                            სამართალმცოდნეობის სპეციალობით,   (წარჩინებით).

 

სამუშაო გამოცდილება:

2009 წლიდან - დღემდე − საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი.                                           

2010 წლიდან - დღემდე − საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის

                                                წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) თავმჯდომარე.

2017 წლის 28 მარტიდან ─ დღემდე − საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
                                             სამართლისა და საერთაშორისო     ურთიერთობების
                                            ფაკულტეტის პოლიტიკისა და სამართლის ინსტიტუტის
                                            დირექტორი 

   2014 – 2017 წწ. −               საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტთან
                                               თვითდაფინანსების    პრინციპით მომუშავე  
                                              „კონფლიქტების დარეგულირების    სამართლებრივი,
                                               პოლიტიკური   და ეკონომიკური კვლევების ცენტრის” დირექტორი.

2004-2005 წ.წ. − საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე.

1999-2004 წ.წ. − ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე.

1997-1998 წ.წ. − სახელმწიფო უშიშროების მინისტრი.

1973-1997 წ.წ. − შინაგან საქმეთა სამინისტრო, გამომძიებლის, დეპარტამენტის თავმჯდომარის და მინისტრის მოადგილის თანამდებობები.

 

შეთავსებით:

2004-2009 წ.წ. _ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის   მოწვეული პროფესორი,

                             ლექციები სისხლის სამართალში, სისხლის სამართლის პროცესში და

                             კრიმინოლოგიაში.

1989-2004 წ.წ. _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო

                             უნივერსიტეტის დოცენტი.

 

მონოგრაფია და სახელმძღვანელო: 8

სამეცნიერო ნაშრომები/პუბლიკაცი: 56

            მიღებული აქვს მონაწილეობა სამიტებში და 40-მდე საერთაშორისო და ადგილობრივ კონფერენციებში. მათ შორის:

 

1)            მონაკოში 2000-2001-2002 წლებში საერთაშორისო სამიტზე ტრანსნაციონალურ დანაშაულებთან ბრძოლის პრობლემებზე მოხსენება;

2)            მსოფლიო სამიტზე მონაწილეობა - კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო კონვენციის მიღებასთან დაკავშირებით (ქ. პალერმო, იტალია, 2001წ.);

3)            კრიმინოლოგიის მეცნიერების განვითარების პერსპექტივები საქართველოში, საუნივერსიტეტთაშორისო საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის ორგანიზატორი;

4)            გაეროს პროგრამის დირექტორი 2000-2003 წლებში ,,აფხაზეთის კონფლიქტის მიზეზების პოლიტიკური და სამართლებრივი ასპექტების შესწავლა“. პროექტი ხორციელდებოდა ეროვნული უშიშროების საბჭოში.

             გავლილი აქვს სპეციალური კურსები და ტრეინინგები ტერორიზმის, ნარკოტიზმის, კორუფციის და სამართალდაცვი სისტემის რეფორმების ხაზით: 1) აშშ-ს იუსტიციის სამინისტროში (ქ. ვაშინგტონი, 2000წ.); 2) უნგრეთში გამოძიების ფედერალური ბიუროს ოფისში (ქ. ბუდაპეშტი, 2000წ.); 3) საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში (ქ. პარიზი, 2000წ.) და 4) გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში (ქ. გარმიში, 2003წ).

 

უცხო ენები:

რუსული (სრულყოფილად)
გერმანული (კარგად)

 

დამატებითი ინფორმაცია:

დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის მე-3 ხარისხის და ღირსების ორდენებით, ასევე სხვა სამთავრობო ჯილდოებით. მინიჭებული აქვს გენერალ-ლეიტენანტის სამხედრო წოდება.

არის საერთაშორისო რეფერირებადი ჟურნალების „თემიდას”, „ბიზნეს-ინჟინერინგისა” და სტუ-ს საერთაშორისო ელექტრონული ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის წევრი.