06 დეკ

სტუ უერთდება ნიადაგის მსოფლის დღეს

სტუ უერთდება ნიადაგის მსოფლის დღეს.
26 ნოე

აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის განცხადება

2018 წლის 13 დეკემბერს აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტზე ჩატარდება ფაკულტეტის ხარისხის სამსახურის უფროსის არჩევნები.
ყველა სიახლე

სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი-საქართველოს წარმომადგენლები სტუ-ს აგრარული მეცნიერებებისა და აგროინჟინერინგის ფაკულტეტზე

09/25/2018      საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და აგროინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანმა გიორგი ქვარცხავამ  სან-დიეგოს უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის დეკანს ვალტერ ოეჩელსა და სანდიეგო-საქართველოს ვიცე-დეკანს ნუგზარ დავითაშვილს უმასპინძლა და სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრა. 
სან-დიეგოს უნივერსიტეტი დაინტერესებულია საქართველოდან მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის დოქტორანტების ამერიკაში სწავლას შეუწყოს ხელი. 
  ვიზიტის ფარგლებში სან-დიეგოს უნივერსიტეტის წარმომადგენლები სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზას ესტუმრნენ და ბაზაზე გაშენებული ვაზის კოლექცია დაათვალიერეს. ამერიკელი სტუმრები საქართველოს მეღვინეობა-მევენახეობის პოტენციალს გაეცნენ და ქართული იშვიათი ვაზისგან  დაყენებული ღვინოები დააგემოვნეს.

      

 

სიახლეებში დაბრუნება