02 ივლ

სასურსათო ტექნოლოგიის სპეციალობის სტუდენტთა საყურადღებოდ!

2018 წლის 5 ივლისს,  სასურსათო ტექნოლოგიის  სპეციალობის სტუდენტთა საყურადღებოდ!
27 ივნ

აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დაარსებისა და განვითარების ისტორია

გთავაზობთ, აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დაარსებისა და განვითარების ისტორიას.
ყველა სიახლე

აგრარული ტექნოლოგიების დეპარტამენტი

აგრარული ტექნოლოგიების დეპარტამენტი

დეპარტამენტის მიზნები:

1. საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით, აგრარულ სფეროში პროფესიული კადრების მომზადება;

2. საერთაშორისო საგანმანათლებლო  გაცვლით პროგრამებში (Erasmus+ და ა.შ.) მონაწილეობა;

3. ხარისხისა და უწყვეტი განვითარების მოთხოვნების შესაბამისად აგრარულ დარგში შედეგზე ორიენტირებული განათლებისა და სამეცნიერო კვლევების წარმოება, ადგილობრივი და რეგიონული ბაზრის მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით კვლევისა და ეთიკური გარემოს ფარგლებში მდგრადი განვითარება;

4. მომავალ დამსაქმელეთა სწავლების პროცესში ჩართვის მიზან ეფექტური ფორმების მოძიება;

5. საგანმანათლებლო პროგრამების მუდმივი სრულყოფა;

6. სტუდენტსა და ინსტიტუციას შორის უკუკავშირის საფუძველზე პროგრამების შესაძლო განვითარება;

7. სახელმწიფო, კერძო და არასამთავრობო სექტორთან უკუკავშირის საფუძველზე კურიკულუმების შესაძლო განვითარება;

 

აგრარული ტექნოლოგიების დეპარტამენტში მიმდინარეობს 12 სასწავლო პროგრამა.

უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის (ბაკალავრიატი) სასწავლო პროგრამებია:

1. აგრარული ტექნოლოგიები;

2. აგრონომია;

3. სატყეო საქმე;

4. მეცხოველეობა;

უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის (ბაკალავრიატი) სასწავლო პროგრამები დაფინანსებულია 100%

უმაღლესი განათლების მეორე საფეხურის (მაგისტრატურა) სასწავლო პროგრამებია: აგრარული ტექნოლოგიები;

5. აგრონომია (ინგლისურენოვანი);

6. სატყეო საქმე;

7. ორგანული სოფლის მეურნეობა;

8. სამკურნალო მცენარეები.

უმაღლესი განათლების მესამე საფეხურის (დოქტორანტურა) სასწავლო პროგრამებია:

9. აგრარული ტექნოლოგიები,

10. სატყეო საქმე,

11. მეცხოველეობა;

 

საბაკალავრო პროგრამაში ირიცხება 786

სამაგისტრო პროგრამაში ირიცხება 16

სადოქტორო პროგრამაში ირიცხება 7

ფაკულტეტი “Erasmus +” ფარგლებში მონაწილეობს გაცვლით პროგრამაში პოზნანის უნივერსიტეტთან ერთად. პროგრამის ფარგლებში სასწავლო პროგრამა სატყეო საქმის მაგისტრატურის 3 სტუდენტი 1 სემესტრის განმავლობაში (2017-2018 წლის I სემესტრი) გადის სწავლების კურსს პოზნანის უნივერსიტეტში, ხოლო პოზნანის უნივერსიტეტის მაგისტრატურის 2 სტუდენტი 1 სემესტრის განმავლობაში (2017-2018 წლის I სემესტრი) გადის სწავლების კურსს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტზე (სატყეო საქმე).

მეცხოველეობის და აგრონომიის საბაკალავრო პროგრამები ხორციელდება აიოვას სახელმწიფო უნივერსიტეტთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში.

პროგრამების წარმატების საწინდარი

1. სახელმწიფოს დაინტერების მაღალი ხარისხი აგრარულ სფეროში, რაც აისახება საბაკალავრო პროგრამების სრულად დაფინანსებაში;

2. საუკეთესო საუნივერსიტეტო  მატერიალურ – ტექნიკური ბაზა;

3. საუკეთესო ბაზები საველე პრაქტიკისათვის;

4. მაღალკვალიფიციური სასწავლო – სამეცნიერო და დამხმარე პერსონალი;

ადაპტირებული გარემო შეზღუდული შესაძლებობების მქონე პირთათვის;