02 ივლ

სასურსათო ტექნოლოგიის სპეციალობის სტუდენტთა საყურადღებოდ!

2018 წლის 5 ივლისს,  სასურსათო ტექნოლოგიის  სპეციალობის სტუდენტთა საყურადღებოდ!
27 ივნ

აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დაარსებისა და განვითარების ისტორია

გთავაზობთ, აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დაარსებისა და განვითარების ისტორიას.
ყველა სიახლე

სასურსათო დეპარტამენტი

სასურსათო ტექნოლოგიის დეპარტამენტი

(2017 წელი)

            დეპარტამენტი 2017 წლიდან ეწევა აქტიურ მუშაობას სასწავლო,სამეცნიერო და საგანმანათლებლო პროცესებთან დაკავშირებით, კერძოდ:

1.       გურამ ტყემალაძის ხელმძღვანელობით მიმდინარეობს სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა თემაზე: ,,საქართველოში ველურად მოზარდი და კულტი­ვირე­ბული, ეკოლოგიურად სუფთა, უსაფრთხო მცენარეების გამოყენებით ახალი ქართული პროდუქციის, მათ შორის, ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების წარმოებისათვის რეკომენდაციების შემუშავება“. კვლევის მიზანს წარმოადგენს: ქართული პროდუქტის ხარისხისა და ასორტიმენტის გაუმჯობესება, ახალი რეცეპტების შექმნა, მეტი სასარგებლო თვისებების მინიჭება, შენახვის ვადის გახანგრძლივება, სტაბილურობის, ფერის, სუნისა და არომატის შეძენა, ადამიანის გუნება-განწყობილების, ფიზიკური და გონებრივი განვითარების, სასიცოცხლო ტონუსისა და შრომითი აქტიურობის ამაღლება, სხვადასხვა დაავადებათა პროფილაქტიკა, დაბერების პროცესების შენელება და სხვ.

 

პროცესში აქტიურად არიან ჩართლნი სწავლების სამივე საფეხურის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები. აღნიშნულ თემაზე გამოქვეყნდა ორი სამეცნიერო ნაშრომი:

1.       ბიოაქტიურ დანამატად კულმუხოსა (Inula heleium) და სალბის (Salvia officinalis) გამოყენების პერს­პექ­ტივები მეღვინეობაში. საერთაშორისო კონფერენცია - მევენახეობა და მეღვინეობა ევროპის ქვეყნებში - ისტო­რიუ­ლი ასპექტები და პერსპექტივები. 25-27 ოქტომბერი, 2017 წელი. სსმმ აკადემიის შრომათა კრებული, გვ. 214-226.

2.       მცენარეული ინგრედიენ­ტების გამოყენებით ახალი სასურსათო პროდუქტების შექმნა მათთვის დაბალანსებული ენერგეტიკული, საგემოვნო და ფარმაკოლოგიური თვისებების მინიჭების მიზნით. 1 საერ­თაშორისო-პრაქტიკული ინტერნეტკონფერენცია - თანამედროვე ფარმაცია - მეცნიერება და პრაქტიკა.ქუთაისი, 5-20 დეკემბერი , 2017 წელი. შრომათა კრებული.

 

2.       სასწავლო დონის ამაღლების მიზნით შეიქმნა და მიმდინარეობს ახალი მეცნიერული კვლევის ელემენტების ჩართვა, კომპლექსური (გამჭოლი) ლაბორატორიული სამუშაოების მეთოდური და ექსპერიმენტული ნაწილების დამუშავება.

3.       სასწავლო პროცესთან დაკავშირებით, 2017 წელს გამოქვეყნდა ერთი სახელმძღვანელო - ლაბორატორიული სამუშაოები ბიოორგანულ ქიმიაში და ორი დამხმარე სახელმძღვანელო: 1. თეორია და ტესტური ამოცანები ბიოორგანულ ქიმიაში, 2. ბიოორგანული ქიმიის განმარტებითი ლექსიკონი. დაიწერა რეცენზიები საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორეს­პონდენტის დავით თავხელიძის სამეცნიერო შრომაზე, სსმმ აკადემიის აკადე­მიკოსის ჯემალ გუგუშვილისა და თანაავტორების მონოგრაფიაზე, აგრეთვე პროფ. ვასილ ღლიღ­ვა­შვ­ი­ლის ორ სახელმძღვანელოზე.

4.       სტუ-ს სტუდენტთა 86-ე ღია საერთაშორისო კონფერენციაზე გ. ტყემალაძის ხელმძ­ღვანელობით გაკეთებულმა ოთხმა მოხსენებამ დაიმსახურა პირველი და მეორე ადგილები.

5.       2017 წელს გურამ ტყემალაძემ ფაკულტეტზე ჩამოაყალიბა სტუდენტთა შემეცნებით-სა­განმანათლებო და სამეცნიერო წრე, რომელიც ფუნქციონირებს კოლოქვიუმ-სემინარის რეჟიმში.

სასურსათო ტექნოლოგიის დეპარტამენტში მოქმედებს სამი პროგრამა: საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო.

            სასურსათო ტექნოლოგიის დეპარტამენტის აკადემიურ პერსონალში შედის 11 პროფესორ-მასწავლებელი და 12 მოწვეული პროფესორ-მასწავლებელი.

სადოქტორო პროგრამაში ირიცხება 8 დოქტორანტი, რომელთა თემატიკა მოიცავს ადგილობრივი ყურძნის ჯიშების კვლევებს, მათი მეორეული პროდუქტის გამოყენებას კვების მრეწველობაში სხვადასხვა მიმართულებით, სასმელებსა და საკვებში მცენარეული ინგრედიენტების შეტანას და შესაბამისად, კვებითი ღირებულების გაზრდას და პროფილაქტიკური თვისებების შეძენას; მზესუმზირის ადგილობრივი ნედლეულიდან ზეთების მიღების ინოვაციური ტექნოლოგიების დამუშავებას; საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მიღებული რძის ნაწარმის მიღების სხვადასხვა ტექნოლოგიური სქემების შემუშავებას. შეისწავლება საქართველოს მთიანი რეგიონების გლეხურ მეურნეობებში დამზადებული რძიდან და მაწვნიდან გამოყოფილი რძემჟავა ბაქტერიების მაწვნის დედოდ გამოყენების შესაძლებლობა. წარმოდგენილ თემატიკებზე დოქტორანტების ხელმძღვანელები არიან პროფესორები: გურამ ტყემალაძე, გიორგი ქვარცხავა, ნინო გაგელიძე, ლია ამირანაშვილი, მანანა სირაძე.

სამაგისტრო პროგრამაში ირიცხება 31 მაგისტრანტი, რომელთა დაინტერესების სფეროს წარმოადგენს რძისა და ხორცის პროდუქტები, ალკოჰოლისა და პურის წარმოება. სამაგისტრო პროგრამაში შემავალი სტუდენტების ხელმძღვანელები არიან პროფესორები: გურამ ტყემალაძე, მედეა ძეკონსკაია, თეიმურაზ რუხაძე, ნინო ჩხარტიშვილი, ნინო გაგელიძე, ცისანა ოშაყმაშვილი, ვახტანგ უგრეხელიძე, როზა ხუციშვილი, ხოლო თანახელმძღვანელი გახლავთ ასისტენტი აკაკი ბოკერია.

საგრძნობლად გაიზარდა ახალგაზრდების დაინტერესება სასურსათო ტექნოლოგიების კუთხით.