14 ივნ

Erasmus+ საერთაშორისო კვირეული

06-06-201821-25 მაისს სილეზიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში (Silesian University of Technology - SUT) (გლივიცე, პოლონეთი) გაიმართა Erasmus+ საერთაშორისო კვირეული, სადაც მონაწილეობა მიიღო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა თამარ ლოლაძემ.
ღონისძიებაში მონაწილეობას ღებულობდა მსოფლიოს 21 ქვეყნის უნივერსიტეტების 48 წარმომადგენელი, მათ შორის სერბეთიდან, ალბანეთიდან, კოსოვოდან, უკრაინიდან, რუსეთიდან, ჰონდურასიდან, მექსიკიდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, სურინამიდან, ეთიოპიიდან, გვატემალადან, კოლუმბიიდან, მონტენეგროდან, კოსტა რიკიდან, ურუგვაიდან და ა.შ.
13 ივნ

სტუდენტთა საყურადღებოდ


სამშაბათს 19 ივნისს 16:00 სთ-ზე გაიმართება შეხვედრა, ადმინისტრაციული კორპუსის ნიკოლაძის დარბაზში შპს ,,პსპ'' - სთან.

             ოთხშაბათს 20 ივნისს 16:00 სთ-ზე
შპს ,,გეფა'' - სთან, გაიმართება შეხვედრა, ადმინისტრაციული კორპუსის ნიკოლაძის დარბაზში.

              ხუთშაბათს 21 ივნისს 16:00 სთ-ზე 
შპს ,,სახალხო აფთიაქი'' - სთან, გაიმართება შეხვედრა, ადმინისტრაციული კორპუსის ნიკოლაძის დარბაზში.

დასწრება სავალდებულოა ფარმაციის სპეციალობის ყველა კურსის სტუდენტთათვის.
30 მაი

ფარმაციის სტუდენტთა საყურადღებოდ


6 ივნისს გაიმართება დასაქმებისა და პროფესიული წინსვლისთვის შპს "ავერსთან" შეხვედრა, ადმინისტრაციული კორპუსის ნიკოლაძის დარბაზში.
სიახლეების სრულად ნახვა

გაცნობითი პროგრამები

გაცნობითი პროგრამები აბიტურიენტებისთვის 
იანვარში და თებერვალში ქიმიური ტექნოლოგიისა და მტალურგიის ფაკულტეტი ჩაატარებს გაცნობით პროგრამებს აბიტურიენტებისთვის, სადაც ლექციებს წაიკითხავენ ქიმიური ტექნოლოგიისა და მტალურგიის ფაკულტეტის პროფესორები. დაესწარი გაცნობით პროგრამას, მიიღე მეტი ინფორმაცია მომავალ პროფესიაზე. გახდი სამი დღე ჩვენი სტუდენტი. გაცნობით პროგრამაზე დასწრება თავისუფალია ყველა აბიტურიენტისთვის და მასში მონაწილეობისთვის არ მოგიწევს ფულის გადახდა. დეტალური ინფორმაცია გაცნობითი პროგრამების შესახებ და ჩატარების ზუსტი განრიგი უახლოეს მომავალში განთავსდება ჩვენს ვებ–გვერდზე.