14 მაი

სტუდენტებმა 2 თვიანი პრაქტიკა გაიარეს


          საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხარდაჭერით, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის, მე- 4 კურსის, 4590 ჯგუფის, სტუდენტებმა გაიარეს 2 თვიანი პრაქტიკული კურსი რუსთავის ქარხანაში და გაეცნენ ქარხანაში არსებულ წარმოებას,
07 მაი

ფარმაციის სპეციალობის სტუდენტთა საყურადღებოდ

კომპანია PSP ფარმა გეგმავს ტექნიკური უნივერსიტეტის ფარმაციის სპეციალობის სტუდენეტბთან შეხვედრას 10 მაისს, 15:00 სთ-ზე.  
სტუდენტებს ელოდებათ სასიამოვნო სიურპრიზები, გათამაშებები და შეთავაზებები.
პსპ კომპანიის გუნდი მზადაა სტუ ფარმაციის სპეციალობის სტუდენტების  დასაქმებისა და  განვითარებისთვის.
ყველა დაინტერესებულ სტუდენტს ველით შეხვედრაზე !
22 აპრ

სამეცნიერო სემინარი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტზე მიმდინარე 2019 წლის 16 აპრილს ჩატარდა სამეცნიერო სემინარი თემაზე: „თხევადი ფოლადის დანახშირბადიანების აღმოჩენილ კანონზომიერებებზე დაფუძნებული გამოდნობის ენერგოდამზოგი ტექნოლოგია“.
19 აპრ

აბიტურიენტთა საყურადღებოდ

ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტზე სახელმწიფოს მიერ არსებულ დაფინანსებულ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებს (ქიმია, მეტალურგია, მასალათმცოდნეობა) 2019 სასწავლო წლიდან დაემატა „ ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერიის“ საბაკალავრო პროგრამა (75 ადგილი).
15 აპრ

სამეცნიერო სემინარი

2 აპრილს ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტზე ჩატარდა სამეცნიერო სემინარი თემატიკით სპეცცემენტების და მჭიდა მასალების გამოყენების პერსპექტივები სემინარს უძღვებოდა პროფ: თამაზ გაბადაძე, მან მეტად საინტერესოდ და დამაჯერებლად წარმოადგინა წლების მანძილზე ჩატარებული კვლევითი სამუშაოების შედეგები, რომელთა დასანერგად შემუშავებული კონკრეტული წინადადებები მიზანმიმართულად წარდგენილია სამთავრობო ორგანიზაციებში და ბიზნეს სფეროებში.
სიახლეების სრულად ნახვა

Erasmus+ საერთაშორისო კვირეული -

სალექციო კურსი მასალათმცოდნეობაში

სილეზიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში

 

06-06-201821-25 მაისს სილეზიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში (Silesian University of Technology - SUT) (გლივიცე, პოლონეთი) გაიმართა Erasmus+ საერთაშორისო კვირეული, სადაც მონაწილეობა მიიღო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა თამარ ლოლაძემ.
ღონისძიებაში მონაწილეობას ღებულობდა მსოფლიოს 21 ქვეყნის უნივერსიტეტების 48 წარმომადგენელი, მათ შორის სერბეთიდან, ალბანეთიდან, კოსოვოდან, უკრაინიდან, რუსეთიდან, ჰონდურასიდან, მექსიკიდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, სურინამიდან, ეთიოპიიდან, გვატემალადან, კოლუმბიიდან, მონტენეგროდან, კოსტა რიკიდან, ურუგვაიდან და ა.შ.

Erasmus+ საერთაშორისო კვირეულის მონაწილეებმა დაათვალიერეს სილეზიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ცენტრი, კამპუსები, ლაბორატორიები, დაესწრნენ პრაქტიკულ და ლაბორატორიულ მეცადინეობებს, სადაც ფაკულტეტისა და ლაბორატორიების ხელმძღვანელებმა უნივერსიტეტის სტუმრებს გააცნეს თავიანთი მიღწევები სასწავლო და სამეცნიერო სფეროში.
ასოც. პროფ. თამარ ლოლაძე ესტუმრა უახლესი აპარატურით აღჭურვილ ნანოტექნოლოგიების ლაბორატორიას და კატოვიცეში არსებულ მასალათმცოდნეობისა და მეტალურგიის და ტრანსპორტის ფაკულტეტებს. მან დაათვალიერა ფაკულტეტებთან არსებული ლაბორატორიები, გაეცნო პოლონელი კოლეგების მდიდარ გამოცდილებას.
სილეზიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში Erasmus+ მობილობის ფარგლებში თამარ ლოლაძემ უნივერსიტეტის კატოვიცეს კამპუსში მასალათმცოდნეობისა და მეტალურგიის ფაკულტეტზე მასალათმცოდნეობის სპეციალობის დოქტორანტებს წაუკითხა საჯარო ლექციები თემებზე: კომპოზიციური მასალები, ნანოფხვნილები და დანაფარები, სპეციალური დანიშნულების მასალები. სტუდენტებთან მან ასევე ისაუბრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და   ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის სასწავლო და სამეცნიერო აქტივობების შესახებ და მონაწილეობა მიიღო დისკუსიებში.

პროფ. იანუშ რიხტერთან, პროფ. ალექსანდრ სლადკოვსკისთან, სხვა პოლონელ კოლეგებთან და სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან ერთად განხლილული იქნა სასწავლო და სამეცნიერო სფეროში მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები.
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო კვირეული Erasmus+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და რომლის კოორდინატორია სილეზიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი. საგულისხმოა, რომ საქართველოს პარტნიორი უნივერსიტეტებიდან ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად კოორდინატორი უნივერსიტეტის მიერ სტუ-ს პროფესორი იქნა შერჩეული.