27 ივნ

გამოცდების განრიგი

ბაკალავრიატის სწავლების,  საგამოცდო სესია 2018-2019 სასწავლო წელი
4501-4590a ჯგუფი. 
4601-4690a ჯგუფი. 
4701-4790a ჯგუფი. 
4801-4890a ჯგუფი.
სიახლეების სრულად ნახვა

პროფესორ რამაზ ქაცარავას აკადემიკოსად არჩევის შესახებ

18-06-2019      ვულოცავთ პროფესორ რამაზ ქაცარავას საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ,,მაღალმოლეკულურ ნაერთთა ქიმიის’’ სპეციალობით აკადემიკოსად არჩევას

     მოკლე ინფორმაცია პროფესორ რამაზ ქაცარავას სამეცნიერო მოღვაწეობის შესახებ

     რ. ქაცარავამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა თანამედროვე პოლიმერების ქიმიის განვითა¬რე-ბაში, მის მიერ შექმნილია პოლიმერების სინთეზის ახალი, მესამე თაობის პოლიკონდენსაციური (ე.წ. „აქტივირე¬ბუ¬ლი პოლიკონდენსაციის“) მეთოდი, რომელიც საერთაშორისო ლიტერატურაში მოიხ¬სე-ნიება როგო¬რც ,,ქაცარავას მეთოდი’’; მან პირველმა შეიმუშავა ასევე აქტივირებულ-სილილური პოლი-კო¬ნ¬დენ¬საცია, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ზოგადად ,,სილილური’’ და „კლიკ“-პოლიკონდენსა-ცი¬ების განვი¬თარებაში. განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს რ.ქაცარავას - ფუძემდებლური კვლე-ვები ბუნე¬ბრივი ამინომ¬ჟ¬ა¬ვების საფუძველზე უნიკალურ პოლიმერების - ფსევდოპრო¬ტე¬ინების შექ-მნაში. ეს პო¬ლი¬¬მე¬რები ბიო¬დე¬გ¬რა¬დირებადი პოლიმერების მსოფლიო ოჯახში დღეს ლიდერის პოზ¬ი-ციებს იკავებენ. უდიდესია ფსევდოპრო¬ტე¬ინების გამოყენების პერსპექტივები ბიომედი¬ცინაში, ვეტე-რი¬ნარიაში, სოფლის მეურნეობასა და კვების მრეწველობაში, მაღალია მათი კომერციული პოტენ-ციალი. ფსევდოპროტეინები დანერგილია პრაქტიკაში როგორც საქართველოში (ჭრილობის სამკურნალო პრეპარატები - ხელოვნული კანი ,,ფაგობიოდერმი’’, აეროზოლები ,,კოლადერმი’’ და ,,მიკოდერმი’’), ასევე უცხოეთში (MediVas, SurModics, Svelte Medical Systems, აშშ, Royal DSM, ჰოლა¬ნდია, Phagelux (ჩინეთი-აშშ-კანადა). რიგი პოლიმერებისა უკვე გამოიყენება კლინიკაში ვასკულარული სტენტის საფარის სახით (Royal DSM- Svelte Medical Systems). მიმდინარეობს ინტენსიური ერთობლივი კვლევები აშშ-ს, იაპონიის და ევროპის წამყვან უნივერსიტეტებთან და კომპანიიებთან ფსევ-დო¬პრო¬ტეინების გამოყენებისათვის „ჭკვიანი“ მასალების, წამლის მიწოდების პლატფორმის, მიკო და ნანოსის¬ტემების, ბიოაქტიური პოლიკატიონების და განწოვადი ქირურგიული მასალების სახით.      რ. ქაცარავა არის საინჟინრო აკად., ეკოლოგიურ მეცნ. აკადემიის, საქართველოსა და ამერიკის ქიმიური საზოგადოებების, ასევე მრავალი სხვა სამეცნიერო ორგანიზაციისა და საერთაშორისო ჟურნალის რედკოლეგიის წევრი და სხვ. (იხ. CV). დაჯილდო¬ებულია ღირსების ორდენით, ინტელექტუალური საკუთრების საერთაშორისო ორგანიზაციის (WIPO)-ს ოქროს მედლით, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საპატიო სიგელით მიღწევებისათვის ინოვაციების სფეროში, სვანტე არენიუსის საერთაშორისო პრიზით, მიენიჭა 2017 წლის საუკეთესო მეცნიერის წოდება.      რამაზ ქაცარავა არის 450-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაციის (მათ შორის ყოფილი სსრკ-ს 30, საქართველოს 11, აშშ-ს 11, კანადის 1, ჩინეთის 1 პატენტი) ავტორი და თანაავტორი, საზღვარ¬გარეთის გამოცემებში გამოქვეყნებული აქვს 250-ზე მეტი პუბლიკაცია (ციტირების ინდექსი 2635, Google Scholar, 29 აპრილი). მონაწილეობა აქვს მიღე¬ბული 100-ზე მეტ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში. მისი ხელმძღვანე¬ლობით გაზრ¬დი¬ლია 11 მეცნიერებათა კანდიდატი, 20 აკადემიური დოქტორი და 1 მეცნიერებათა დოქტორი (სულ 32), 30 მაგისტრი, იყო ორი PhD-ის კონსულტანტი აშშ-ში (კორნელის უნივერსიტეტში).