24 ივნ

გამოცდების განრიგი

 ბაკალავრიატის სწავლების,  საგამოცდო სესია 2017-2018 სასწავლო წელი 
14 ივნ

Erasmus+ საერთაშორისო კვირეული

06-06-201821-25 მაისს სილეზიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში (Silesian University of Technology - SUT) (გლივიცე, პოლონეთი) გაიმართა Erasmus+ საერთაშორისო კვირეული, სადაც მონაწილეობა მიიღო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა თამარ ლოლაძემ.
ღონისძიებაში მონაწილეობას ღებულობდა მსოფლიოს 21 ქვეყნის უნივერსიტეტების 48 წარმომადგენელი, მათ შორის სერბეთიდან, ალბანეთიდან, კოსოვოდან, უკრაინიდან, რუსეთიდან, ჰონდურასიდან, მექსიკიდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, სურინამიდან, ეთიოპიიდან, გვატემალადან, კოლუმბიიდან, მონტენეგროდან, კოსტა რიკიდან, ურუგვაიდან და ა.შ.
13 ივნ

სტუდენტთა საყურადღებოდ


სამშაბათს 19 ივნისს 16:00 სთ-ზე გაიმართება შეხვედრა, ადმინისტრაციული კორპუსის ნიკოლაძის დარბაზში შპს ,,პსპ'' - სთან.

             ოთხშაბათს 20 ივნისს 16:00 სთ-ზე
შპს ,,გეფა'' - სთან, გაიმართება შეხვედრა, ადმინისტრაციული კორპუსის ნიკოლაძის დარბაზში.

              ხუთშაბათს 21 ივნისს 16:00 სთ-ზე 
შპს ,,სახალხო აფთიაქი'' - სთან, გაიმართება შეხვედრა, ადმინისტრაციული კორპუსის ნიკოლაძის დარბაზში.

დასწრება სავალდებულოა ფარმაციის სპეციალობის ყველა კურსის სტუდენტთათვის.
30 მაი

ფარმაციის სტუდენტთა საყურადღებოდ


6 ივნისს გაიმართება დასაქმებისა და პროფესიული წინსვლისთვის შპს "ავერსთან" შეხვედრა, ადმინისტრაციული კორპუსის ნიკოლაძის დარბაზში.
სიახლეების სრულად ნახვა

სამუშაო შეხვედრა ს/გ „რუსთავის აზოტის“ წარმომადგენლებთან

04-05-2017 2 მაისს შედგა შეხვედრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის წარმომადგენლებსა და ს/გ „რუსთავის აზოტის“ ხელმძღვანელებს შორის. ტექნიკური უნივერსიტეტის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ ქიმიური ტექნოლოგიებისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ქიმიური და ბიოლოგიური დეპარტამენტის უფროსი, პროფ. ნაზი კუციავა და ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, პროფ. მამუკა მაისურაძე. რუსთავის აზოტის მხრიდან - გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე ლევან ბურდილაძე, ფინანსური დირექტორი თემურ ჯანყარაშვილი, დირექტორის პირველი მოადგილე ალექსანდრე ხმიადაშვილი, ტექნიკური სამმართველოს უფროსი გელა იაკობაშვილი.

შეხვედრაზე განხილულ იქნა საწარმოსა და ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის შემდგომი პარტნიორობისათვის აუცილებელი საკითხები: სასწავლო პროგრამების დამსაქმებელთა მოთხოვნებისადმი კიდევ უფრო მისადაგება, სახელობითი სტიპენდიების შემოღება, სტუდენტებისათვის სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლა ”რუსთავის აზოტში”, ”პროცესებისა და აპარატების” სასწავლო ლაბორატორიის აღდგენის საქმეში შესაძლო დახმარება.

დაიგეგმა შემდგომი შეხვედრები ზემოაღნიშნული საკითხების დეტალურად განხილვისათვის.