ფაკულტეტი

ისტორია

ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი შიექმნა – 1957 წელს. ფაკულტეტის პირველი დეკანი იყო პროფესორი გიორგი ტყეშელაშვილი; შემდეგ გიორგი სეხნიაშვილი, ლევან გაჩეჩილაძე, ნოდარ ლომინაძე. ამჟამად ფაკულტეტის დასახელებაა „ინფორმატიკისა და მართვის სისტემები“-  დეკანი პროფესორი ზურაბ წვერაიძე.
1954 წელს დაარსდა საწარმოო პროცესების ავტომატიზაციის კათედრა. იმ დროს არსებული ხელსაწყოთმშენებლობის კათედრა, რომელსაც სათავეში ედგა პროფესორი ნიკოლოზ გაბაშვილი, გარდაიქმნა ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის კათედრად. 1962 წელს კათედრა გაიყო გამოთვლითი ტექნიკისა და ავტომატიკისა და ტელემექანიკის კათედრებად. გამოთვლითი ტექნიკის კათედრას ხელმძღვანელობდა პროფესორი ნიკოლოზ გაბაშვილი, ხოლო ავტომატიკისა და ტელემექანიკის კათედრას– პროფესორი გიორგი ტყეშელაშვილი.
1961 წელს ნ. გაბაშვილის ინიციატივით გაიხსნა ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის საპრობლემო ლაბორატორია. საპრობლემო ლაბორატორიაში დამუშავებული იქნა მრავალი სამეცნიერო-ტექნიკური ამოცანა, მათ შორის: უკონტაქტო ტელემექანიკის სისტემა, რომელიც დანერგილი იქნა ტყვარჩელის და ტყიბულის მაღაროებში და რუსთავის ოპტობოჭკოვან ქარხანაში; გაშლილი იყო სამუშაოები სატრანსპორტო ამოცანებში.  ოპტიმალური მართვის და პროგრამირების გამოყენებაზე; ღრმა ბურღვის რეჟიმების ოპტიმიზაციაზე; ორთაჭალისა და ხრამის ელექტროსადგურებისათვის დამზადდა ელექტროჰიდრავლიკური რეგულატორი; ქიმიური ბოჭკოს ქარხანაში დამუშავდა ექსტრაციის პროცესის ჯგუფური პროგრამული მართვის სისტემა; დაინერგა ავტობუსების მოძრაობის განრიგის შედგენის ავტომატური სისტემა “ავტოტრანსტექნიკისათვის“: შეიქმნა საქართველოს ენერგოსისტემის განვითარების მათემატიკური მოდელი; მოსკოვის მართვის სისტემების ინსტიტუტთან ერთად დამუშავდა მრავალპროცესორიანი გამოთვლითი მოწყობილობების სტრუქტურების მოდელები და პროგრამული უზრუნველყოფა, (ხელმძღვანელი სახელოვანი მეცნიერი ბატონი ივერი ფრანგიშვილი)  შეძენილი იქნა იმ პერიოდის უნივერსალური ელექტრონული გამომთვლელი მანქანები „Урал – 2“, „M – 20“,  „EC – 1033“, „CM – 4“.
1971 წელს გ. ჩოგოვაძის ინიციატივით გაიხსნა მართვის ავტომატიზირებული სისტემების კათედრა.
1964 წელს შეიქმნა საინფორმაციო საზომი ტექნიკის კათედრა (გამგე გ. ზედგინიძე).  შემდეგ, არჩეულ იქნა ირაკლი ზედგინიძე. ავტომატიკისა და ტელემექანიკის კათედრის გამგედ კი ალმასხან გუგუშვილი.
1975 წელს ბატონი მიხეილ გოთოშიას ინიციატივით და ხელმძღვანელობით, გაიხსნა  კათედრა „გამოთვლითი ტექნიკის გამოყენება საინჟინრო და ეკონომიკურ გაანგარიშებებში“. მიხელ გოთოშიას შემდეგ კათედრას ხელმძღვანელობდნენ. ჯიმშელეიშვილი, გიორგი ძიძიგური, ზურაბ წვერაიძე, თენგიზ მაჭარაძე, მერაბ ახობაძე.
1975 წლიდან გამოთვლითი ტექნიკის კათედრას ხელმძღვანელობს კონსტანტინე კამკამიძე. კათედრას დაერქვა „ კომპიუტერული სისტემების და ქსელების“ კათედრა. ამ კათედრის გამგედ გარკვეული პერიოდი იყო დოცენტი ბიძინა მებუკე.
1983 წელს. პროფესორ ოთარ ხომერიკის (კათედრის პირველი გამგე) , ინიციატივით ჩამოყალიბდა ბიოსამედიცინო ტექნიკის კათედრა,    1994 - 2007 წლებში კათედრას ხელმძღვანელობდა გამოჩენილი მეცნიერი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე პროფესორი რაულ კუპრავა. ამჟამად ბიოსამედიცინო ინჟინერიის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს ირინე გოცირიძე.
ფაკულტეტს მჭიდრო კავშირი ჰქონდა საქართველოს საინჟინრო აკადემიასთან, რომელსაც სათავეში ედგა აკადემიკოსი ივერი ფრანგიშვილი. ამჟამად საინჟინრო აკადემიას ხელმძღვანელობს არჩილ ფრანგიშვილი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი.
ფაკულტეტის ნაყოფიერად თანამშრომლობდა საქართველოში არსებულ სამეცნიერო–ტექნიკურ გაერთიანებებთან: „ელვა“, „მიონი“, „ალგორითმი“„ანალიზხელსაწყო“, რუსთავის „ავტომატპრომი“ და სხვა.
მნიშვნელოვანია ფაკულტეტის მჭიდრო ურთიერთობა მოსკოვის მართვის პრობლემების ინსტიტუტთან.  ამ ინსტიტუტში, რომელსაც დიდხანს ხელმძღვანელობდა აკადემიკოსი ივერი ფრანგიშვილი, ჩამოყალიბდა ქართველი ინფორმატიკოსების მთელი პლიადა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რეორგანიზაციის შემდეგ, 2005 წელს ფაკულტეტს შემოუერთდა საინჟინრო ფიზიკის ფაკულტეტი და მათემატიკის სამი კათედრა, რამაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ფაკულტეტის, როგორც სასწავლო, ასევე მეცნიერული პოტენციალის ამაღლებაში.
2006 წლის შემდეგ ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი მოიცავს შემდეგ დეპარტამენტებს.

  1. ინტერდისციპლინური ინფორმატიკის დეპარტამენტი. დეპარტამენტის ხელმძღვანელი – მერაბ ახობაძე.
  2.  კომპიუტერული ინჟინერიის დეპარტამენტი.   დეპარტამენტის ხელმძღვანელი – ლევან იმნაიშვილი.
  3. მართვის სისტემების დეპარტამენტი. დეპარტამენტის ხელმძღვანელი – ქეთევან კოტრიკაძე
  4. ხელოვნური ინტელექტის დეპარტამენტი. დეპარტამენტის ხელმძღვანელი – მარიამ ჩხაიძე
  5. ბიოსამედიცინო ინჟინერიის დეპარტამენტი. დეპარტამენტის ხელმძღვანელი – ირინა გოცირიძე
  6. მიკროპროცესორული და საზომი სისტემების დეპარტამენტი. დეპარტამენტის ხელმძღვანელი – ზაალ აზმაიფარაშვილი
  7. მართვის ავტომატიზებული სისტემების  (პროგრამული ინჟინერიის) დეპარტამენტი. დეპარტამენტის ხელმძღვანელი – გია სურგულაძე
  8. ეკონომიკური ინფორმატიკის (ინფორმაციული სისტემების) დეპარტამენტი. დეპარტამენტის ხელმძღვანელი – ნოდარ  ლომინაძე
  9. გამოთვლითი მათემატიკის დეპარტამენტი. დეპარტამენტის ხელმძღვანელი – თემურ ცაბაძე
  10. საინჟინერო ფიზიკა. დეპარტამენტის ხელმძღვანელი – აკაკი გიგინეიშვილი
  11. მათემატიკა. დეპარტამენტის ხელმძღვანელი  – დავით  ნატროშვილი