2018-2019 სასწავლო წლის II სემესტრში ინდივიდუალურ საგანმანათლებლო პროგრამაზე გადასვლის მსურველთა საყურადღებოდ!

04/17/2019

როგორც თქვენთვის ცნობილია, უმაღლესი განათლების შესახებსაქართველოს კანონის თანახმად, ინდივიდუალური საგანმანათლებლო პროგრამა არის სტუდენტის ინტერესებისა და აკადემიური მომზადების დონის შესაბამისად შედგენილი პროგრამა. ინდივიდუალურ საგანმანათლებლო პროგრამაზე გადაყვანის მსურველმა განცხადებასთან ერთად შესაბამისი ფაკულტეტის დეკანატში უნდა წარადგინოს მისი მონაწილეობით შედგენილი ინდივიდუალური სასწავლო გეგმა და სათანადო დოკუმენტაცია (იხ. ჩამონათვალი).

განცხადებაში მითითებული უნდა იყოს, თუ რა ინტერესები აქვს სტუდენტს და როგორია მისი აკადემიური მომზადების დონე. შესაბამისად, განცხადებაში სტუდენტმა უნდა ჩამოაყალიბოს, თუ რა სახის მხარდაჭერა ესაჭიროება მას.

განცხადების წარმოდგენის ბოლო ვადა გაგრძელდა 2019 წლის 24 აპრილის ჩათვლით.

 

ინდივიდუალურ საგანმანათლებლო პროგრამაზე გადასვლის მსურველმა უნდა წარმოადგინოს

მისი მონაწილეობით შედგენილი ინდივიდუალური სასწავლო გეგმა და შემდეგი დოკუმენტაცია:

) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე, ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ან/და ფეხმძიმეჯანმრთელობის ცნობა (ფორმა №100);

მცირეწლოვანი ბავშვის დედაბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;

) საქართველოს სახელით ოლიმპიური თამაშების, მსოფლიო, ევროპის ჩემპიონატის მონაწილეშესაბამისი ფედერაციის/საქართველოს ნაკრების უფლებამოსილი პირის შუამდგომლობა;

სტუ- ნაკრების წევრისოციალურ საკითხთა, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტის შუამდგომლობა მიმდინარე სემესტრში ჩასატარებელი სპორტული ღონისძიებების (შეჯიბრებების) მითითებით;

) სტუ- შემოქმედებით და სახელოვნებო წრეში (თეატრი, კაპელა, ქორეოგრაფიული ანსამბლი, კვარტეტი და ..) გაერთიანებული სტუდენტისოციალურ საკითხთა, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტის შუამდგომლობა მიმდინარე სემესტრში ჩასატარებელი აქტივობების (სპექტაკლები, კონცერტები და ..) მითითებით;

) თბილისში განლაგებულ დაწესებულებაში, როგორც წესი, პროფილით/სპეციალობით და სახელმწიფო სტრუქტურაში (მუნიციპალიტეტებში, სამინისტროებში და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში) დასაქმებული (გარდა სახელმწიფოს მიერ 100%-ით დაფინანსებული პროგრამის სტუდენტისა), სტუ- რეკომენდაციით სტაჟირებაზე მყოფისამსახურის ცნობა და ბოლო 3 თვის სახელფასო ამონაწერი ბანკიდან;

) სტუ- წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) წევრი სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენელისენატის სპიკერის შუამდგომლობა;

) ფაკულტეტის საბჭოს წევრი სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენელიშესაბამისი ფაკულტეტის დეკანის შუამდგომლობა;

) სხვა კატეგორიის სტუდენტიშესაბამისი ფაკულტეტის დეკანის მოტივირებული შუამდგომლობა