ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტთა საყურადღებოდ!

07/02/2019

კომპანია, შპს გრინტესტი, სთავაზობს ახალგაზრდა პროფესიონალებს სხვადასხვა ტიპის IT სასწავლო და სასერტიფიკატო კურსებს ისეთი წამყვანი ვენდორებისაგან, როგორებიც არიან Cisco, Microsoft და სხვები.

ამჟამად პარტნიორ ვანდიოსთან ერთად ახორციელებენ პროფესიონალების გადამზადებას და დასაქმების პროგრამას პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების დარგში.

პროგრამის ფარგლებში კანდიდატებს (ძირითადად, 3-4 კურსის სტუდენტებს ან ბაკალავრიატის კურსდამთავრებულებს) გადაამზადებენ საქართველოში არსებული წამყვანი კომპანიები, პარტნიორების მოთხოვნების შესაბამისად და კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში კანდიდატი გარანტირებულად დასაქმდება.

ამასთან დაკავშირებით კომპანიის თანამშრომელი ჩაატარებს პრეზენტაციას

იმს ფაკულტეტის ბიბლიოთეკა 309ა ოთახი, 05/07/2019, 12:00სთ–ზე.