არჩევნები

09/24/2019

 “უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის, საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 9 სექტემბრის #133/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წესდების“ 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის  სისტემების ფაკულტეტის საბჭოს 2019 წლის 20 სექტემბრის (ოქმი #7) დადგენილების საფუძველზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების  ფაკულტეტის საბჭო აცხადებს არჩევნებს ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის ვაკანტურ თანამდებობის დასაკავებლად.

კანდიდატების განცხადებების რეგისტრაცია იწარმოებს 2019 წლის 27 სექტემბრიდან  4  ოქტომბრის ჩათვლით, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, ფაკულტეტის საარჩევნო კომისიაში  (სტუ,  კოსტავას ქ. №77,  VI კორპუსი,  III   სართული, ოთახი   №301ა,  ტ.: 236 50 62)

განცხადებას უნდა დაერთოს:

  1. პირადობის მოწმობის ასლი;
  2. ცნობა დაკავებული თანამდებობის შესახებ;
  3. სამოქმედო გეგმა;
  4. ინფორმაცია განათლების, შრომითი გამოცდილების, აკადემიური ხარისხის თაობაზე.
რეგისტრაციაზე უარის შესახებ გადაწყვეტილებაში მიეთითება უარის თქმის საფუძველი და კანდიდატის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში არსებული ხარვეზის (ხარვეზების) შესახებ. კანდიდატი უფლებამოსილია, ხარვეზი გამოასწოროს 3 დღის განმავლობაში. კანდიდატი უფლებამოსილია, რეგისტრაციაზე უარი გაასაჩივროს ფაკულეტეტის საარჩევნო კომისიაში 1 დღის განმავლობაში. საჩივართან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას უნივერსიტეტის საარჩევნო კომისია იღებს 2 დღის განმავლობაში.

2019 წლის 9 ოქტომბერს  12:00 საათზე მოხდება კანდიდატთა მიერ სამოქმედო პროგრამის საჯაროდ წარდგენა ფაკულტეტის საბჭოში.

არჩევნები ჩატარდება 2019 წლის 11 ოქტომბერს.

არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად არ დაიშვება პირი, რომელსაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავება შეზღუდული აქვს მოქმედი კანონმდებლობით.

65 წლისა და მეტი ასაკის  პირის მიერ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის დაკავების საკითხს ინდივიდუალურად წყვეტს აკადემიური საბჭო, ამ საკითხზე აკადემიურ საბჭოს დაინტერესებულმა პირმა უნდა მიმართოს განცხადებით. განცხადების წარდგენის ვადაა  2019 წლის 24-25 სექტემბერს 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, სტუ-ის კანცელარია.

ხარისხის  უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელად შეიძლება აირჩეს უნივერსიტეტის პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი.

ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს უნდა ჰქონდეს:

  • ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის მიერ შემუშავებული  ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტების და სახელმძღვანელო პრინციპების ცოდნა ევროპის უმაღლესი განათლების სივრცეში.
  • ABET (Accreditation Board for Engineering and Technology)-ის აკრედიტაციის სტანდარტებისა და პროცედურების ცოდნა;
  • სახელმწიფო ენის ცოდნა;
  • უცხოური ენის ცოდნა;
  • განათლების სფეროში ხარისხის მართვის პრინციპების ცოდნა;
  • კომპიუტერული პროგრამების -  MS Office-ის ცოდნა;
  • სამართლებრივი აქტების ცოდნა:
    • საქართველოსკანონი „უმაღლესი განათლებისშესახებ“;
    • საქართველოს კანონი „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“;
    • საქართველოს კანონი „პროფესიული განათლების შესახებ“.
  • საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებების ცოდნა:
    • საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ;
    • საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ;
    • უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ;
    • პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ;
    • ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ.
  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შიდა მარეგულირებელი დოკუმენტების ცოდნა:
    • საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ხარისხის უზრუნველყოფის შიდა მექანიზმები;
    • საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის მართვის ინსტრუქცია;
    • საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საგანმანათლებლო პროგრამის დაგეგმვის, შემუშავების, შეფასების და განვითარების წესი;
    • სასწავლო კურსის პროგრამის (სილაბუსის) განხილვისა და დამტკიცების წესი;
    • სასწავლო კურსის (საგნის) კოდის მინიჭების წესი;
    • საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის მაგისტრატურის დებულება;
    • საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის დოქტორანტურის დებულება;
    • სხვა შიდა საუნივერსიტეტო დოკუმენტები.

უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს, რომელიც არის აკრედიტაციის ან ავტორიზაციის საბჭოს წევრი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მოქმედი ექსპერტი ან პროგრამის ხელმძღვანელი.
არჩევნები ჩატარდება  „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წესდებისა და „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის მართვის ორგანოების (მმართველი სუბიექტების) არჩევნების ჩატარების შესახებ“ საუნივერსიტეტო დებულების შესაბამისად.

არჩევნების ჩატარების წესის დარღვევასთან დაკავშირებით განცხადებები/საჩივრები საარჩევნო კომისიაში მიიღება 2019 წლის 12 ოქტომბერს.