სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია

06/02/2018

28 მაისს სტუ-ში ჩატარდა პროფესორ-ემერიტუს კონსტანტინე კამკამიძისადმი მიძღვნილი სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „ციფრული ტექნოლოგიები: დღევანდელობა და გამოწვევები“. კონფერენცია გახსნა სტუ-ს რექტორმა ა. ფრანგიშვილმა, მან ისაუბრა კ. კამკამიძის ღვაწლსა და დამსახურებაზე ქართული საინჟინრო მეცნიერების განვითარების სფეროში.

პლენარული სხდომის შემდეგ კონფერენცია სექციური მუშაობით გაგრძელდა. სექციებზე მოხსენებები წარმოდგენილი იყო შემდეგი მიმართულებებით:·      

  • ინოვაციური ციფრული ტექნოლოგიები;

  • ციფრული ტექნოლოგიები და კომუნიკაციები ტექნოლოგიურ პროცესებში;

  • საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები განათლებაში, ინჟინერიასა და მეცნიერებაში.

სტუ-ს პროფესორ-მასწავლებლებთან და სტუმრებთან ერთად სამეცნიერო კონფე­რენციაზე საინტერესო და აქტუალურ თემატიკაზე 

დაფუძნებული მოხსენებები წარმოადგინეს კ. კამკამიძის ყოფილმა მოსწავლეებმა და სტუდენტებმა, რომელთა ნაწილი დღეს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ეწევა აქტიურ სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას.