ფაკულტეტი-სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი

ყველა სიახლე

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 
სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის ინიციატივით
2017 წლის 24  მარტს, 10 სთ-ზე ტარდება
სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია
,,სამთო - გეოლოგიური დარგის განვითარებისა და სპეციალისტთა მომზადების პრობლემები“
მისამართი: თბილისი, მერაბ კოსტავას - 77, III სართული, სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსის მცირე სააქტო დარბაზი

    კონფერენციაზე განხილული იქნება საქართველოში სამთო და გეოლოგიური მიმართულებით ახალგაზრდა სპეციალისტთა მომზადების პერსპექტივები და დარგის განვითარების პრობლემები.

 საორგანიზაციო კომიტეტი თხოვნით მიმართავს საქართველოში მოქმედ სამთო და გეოლოგიური პროფილის საწარმოთა ხელმძღვანელებს წარმოადგინონ თავიანთი სურვილები და მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად დაედება სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტზე განსახორციელებელ ახალ საგანმანათლებლო პროგრამებს, როგორც უმაღლესი (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) ასევე პროფესიული განათლების კუთხით.

   კონფერენციაზე საშუალება იქნება მოხსენებული იქნას თქვენი საწარმოსათვის დღესდღეობით აქტუალური საინჟინრო-ტექნიკური და სამეცნიერო ხასიათის პრობლემების შესახებ, რომლის გადაწყვეტა ხელეწიფება სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის აკადემიურ და სამეცნიერო პერსონალს.

 საორგანიზაციო კომიტეტს მიაჩნია, რომ თქვენი, როგორც ქვეყნისათვის ერთ-ერთი წარმატებული საწარმოს კომპეტენტური წარმომადგენელთა მონაწილეობა აღნიშნულ კონფერენციაში მეტად მნიშვნელოვანია, იქნება ორმხრივად სასარგებლო და გიგზავნით კითხვარს თუ სავარაუდოდ რა ძირითად საკითხებზე იყოს გამახვილებული ყურადღება.

 საორგანიზაციო კომიტეტი მოგმართავთ თხოვნით მიმდინარე წლის 1 მარტამდე წარმოადგინოთ მონაწილეთა სია და მოხსენებათა თეზისები 1 გვერდზე ელექტრონულ ფოსტაზე samto@gtu.ge ან a.abshilava@gtu.ge.