მაგისტრატურაში სწავლის მსურველთა საყურადღებოდ - 2018/2019 სასწავლო წელი

მაგისტრატურაში სწავლის მსურველთა საყურადღებოდ - 2018/2019 სასწავლო წელი

17-08-2018

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 
2018/2019 სასწავლო წელს სამაგისტრო პროგრამებზე კონკურსის წესით 
ჩარიცხვის შესახებ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 2018 წლის 17აგვისტოს №01-09-10/154 და № 01-09-10/156 ბრძანებების თანახმად მაგისტრატურაში სწავლების პირველ წელზე ჩარიცხვის მსურველთა საბუთები მიიღება 2018- წლის 3 სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა 1000 საათიდან 1600 საათამდე, ფაკულტეტებზე.

 

მაგისტრანტობის კანდიდატმა შესაბამის დეკანატში უნდა წარადგინოს შემდეგი საბუთები:

  • განცხადება რექტორის სახელზე ფაკულტეტისა და  სამაგისტრო პროგრამის მითითებით;
  • პირადობის  მოწმობა და მისი ასლი;
  • აკადემიური უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი - დიპლომი და მისი ასლი, ან კვალიფიკაციის   დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი და მისი ასლი;
  • ფოტოსურათი 4 ცალი, ზომით 3 х4  სმ; CD დისკი;
  • მიწერის მოწმობა და მისი ასლი, ან სამხედრო ბილეთი და მისი ასლი (სამხედრო ვალდებულთა­თვის);
  • მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ სამაგისტრო გამოცდებზე მიღებული ქულების ამონაბეჭდი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდიდან (www.naec.ge );
  • თი-ბი-სი ბანკის რომელიმე ფილიალში გადახდილი 15 - ლარიანი ქვითარი.

ზემოჩამოთვლილი დოკუმენტების არასრულად წარმოდგენის შემთხვევაში აპლიკანტის განცხადება არ მიიღება. საბუთების პირველადი შემოწმება ხდება შესაბამისი ფაკულტეტის დეკანატში. შემოწმების შემდეგ  საბუთების დედნები უბრუნდება წარმომდგენს.

დეკანატის მიერ ვიზირებულ განცხადებას, საბუთებთან ერთად, აპლიკანტი აბარებს სტუ-ს კანცელარიას;

სტუ-ს სამაგისტრო პროგრამებზე კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს აპლიკანტს, რომელსაც საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ოთხი ნაწილიდან რომელიმე სამ ნაწილში მიღებული აქვს აღნიშნული ტესტების მინიმალური გამსვლელი ქულები:

  • წაკითხულის გააზრება  - 6,4 ქულა;

  • ანალიტიკური წერა - 7.0 ქულა;

  • ლოგიკური მსჯელობა - 5.2 ქულა;

  • რაოდენობრივი მსჯელობა - 5,2 ქულა.

           აპლიკანტმა უნდა ჩააბაროს სასპეცილიზაციო გამოცდა შესაბამის საგანში. საგამოცდო ფურცელში, რომელიც გაიცემა ფაკულტეტებზე, მითითებულია გამოცდის თარიღი და ადგილი. კონსულტაციები სასპეციალიზაციო გამოცდებისა­თვის ჩატარდება შესაბამის ფაკულტეტებზე.

სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის უფლების მოსაპოვებლად აპლიკანტმა სასპეციალიზა­­ციო გამოცდაში  ასევე უნდა გადალახოს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.

სასპეციალიზაციო გამოცდისათვის მინიმალური გამსვლელი ქულა ყველა სამაგისტრო პროგრამაზე არის 32 (შესაძლო მაქსიმალური 100 ქულიდან), მინიჭებული კოეფიციენტი - 65.

 

მაგისტრანტობის კანდიდატებმა განცხადება და რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტაცია უნდა ჩააბარონ შესაბამის ფაკულტეტებს

შემდეგ მისამართებზე: 

  1. სამშენებლო ფაკულტეტი - მ.კოსტავას 68; სტუ-ის I კორპუსი, მე-5 სართული, ოთახი 537;
    საკონტაქტო ტელეფონი   - 551 107 170;
  2. ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტი - მ.კოსტავას 77; სტუ-ის VIII კორპუსი, მე- 5 სართული, ოთახი 503;
    საკონტაქტო ტელეფონი - 593 393 1 32;
  3. სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი - მ.კოსტავას 77; სტუ-ის III კორპუსი, მე-2
    სართული, ოთახი 306;
    საკონტაქტო ტელეფონი - 2 38 00 50; 599 39 12 52;
  4. ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტი - მ.კოსტავას 69; სტუ-ის X კორპუსი, მე-4 სართული, ოთახი 403;
    საკონტაქტო ტელეფონი - 555 49 86 12;
  5. სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი - მ.კოსტავას 68; სტუ-ის კორპუსი, მე-5 სართული, ოთახი 543;
    საკონტაქტო ტელეფონი - 593 447 514;
  6. არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტი - მ.კოსტავას 68; სტუ-ის I კორპუსი, c ფლიგელი, მე-4 სართული, ოთახი 412;
    საკონტაქტო ტელეფონი - 555 573 4 30;
  7. სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი - მ.კოსტავას 77; სტუ-ის VI კორპუსი, მე-9 სართული, ოთახი 903 ბ;
    საკონტაქტო ტელეფონი - 577 527 729
  8. ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი - მ.კოსტავას 77; სტუ-ის VI კორპუსი, მე-3 სართული, ოთახი 306 ა;
    საკონტაქტო ტელეფონი - 2 37 13 19; 599 14 2 080;
  9. დიზაინის საერთაშორისო სკოლა. მ.კოსტავას 77; სტუ-ის VШ კორპუსი, II     სათული ოთახი 3;
    საკონტაქტო ტელეფონი – 577 551 388;
  10. აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტი გურამიშვილის გამზ.№17, მე-2 სართული, ოთახი №209;
    საკონტაქტო ტელეფონი 593 190 772;
  11. ბიზნეს ტექნოლოგიების ფაკულტეტი - მ.კოსტავას 77; სტუ-ის VI კორპუსი, მე-7 სართული, ოთახი 704;
    საკონტაქტო ტელეფონი - 551 536 011;
  12. საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი - მ.კოსტავას 77; სტუ-ის VI კორპუსი, მე-8 სართული, ოთახი 803ა;
    საკონტაქტო ტელეფონი - 593 684 800;

 

სწავლების დეპარტამენტი


 

სიახლეებში დაბრუნება