საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის საშემოდგომო გაწვევა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის საშემოდგომო გაწვევა

11-09-2018 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტი იწყებს საშემოდგომო გაწვევის I ეტაპს, რომელიც სწავლის პარალელურად, 18 დან 27 წლამდე ასაკის მქონე სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, სწავლასთან შეთავსებით გაიარონ სამხედრო სავალდებულო სამსახური, შემდგომში დასაქმების პერსპექტივით.

სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლა ითვალისწინებს 1-წლიან მსახურს შსს ობიექტების დაცვის დეპარტამენტში, 3 დღეში ერთხელ მორიგეობის გრაფიკით.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ შსს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის კანცელარიას:
ტელ.: (+995 32) 2 41 88 09;
მობ: 577-39-00-04;
ელ.ფოსტა: facs.prot.dept@mia.gov.ge
დეპარტამენტის Facebook გვერდი.

  


 

სიახლეებში დაბრუნება