ESN აკადემია

ESN აკადემია

13-11-2018 8-9 დეკემბერს ერაზმუსის სტუდენტური ქსელის ლოკალური სექცია ESN Tbilisi ISU, Eramus+ ეროვნულ ოფისთან და რუსთავის საერთაშორისო სკაუტურ ცენტრთან თანამშრომლობით, გეგმავს ESN აკადემიას, სადაც სტუდენტებს საშუალება ექნებათ, ინფორმაცია მიიღონ ერაზმუს+ პროგრამებზე.

პროექტი მოიცავს პრეზენტაციებისა და ტრეინინგების ორდღიან კურსს, რომლის ფარგლებშიც სტუდენტები მიიღებენ ინფორმაციას ერაზმუსის გაცვლით პროგრამებზე, მათი მოძიების გზებზე და იმაზე, თუ რა ეტაპებია გასავლელი მათში მონაწილეობის მისაღებად. სამუშაო შეხვედრების ფარგლებში ერაზმუსის გაცვლითი სასწავლო პროგრამების წარმომადგენლები და წარმატებული მონაწილეები პრაქტიკულ დონეზე განიხილავენ Europass ფორმატის რეზიუმის შევსების, სამოტივაციო წერილისა და სარეკომენდაციო წერილის სწორად შედგენის სპეციფიკას; შესაბამის კონსულტაციებს გაუწევენ სტუდენტებს. 

მონაწილეობის საფასური შეადგენს 50 ლარს, რაც მოიცავს პროექტისთვის საჭირო ყველა ხარჯს (საცხოვრებელი, სამჯერადი კვება, ყავის შესვენება შეხვედრებს შორის, ტრანსპორტირება თბილისიდან და უკან, აკადემიური და სოციალური ღონისძიებები). 

დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ ონლაინაპლიკაცია არაუგვიანეს მიმდინარე წლის 20 ნოემბრისა.

ESN აკადემიასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

 

სიახლეებში დაბრუნება