პრაღის საზაფხულო სკოლები 2019

პრაღის საზაფხულო სკოლები 2019

01-12-2018 2019 წლის 29 ივნისს - 6 ივლისს, პრაღის SCHOLA EMPIRICA არასამთავრობო სკოლის ორგანიზებით, პრაღაში (ჩეხეთის რესპუბლიკა) გაიმართება საზაფხულო სკოლების პროგრამა.

შვიდდღიან აკადემიურ საზაფხულო პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს.

საზაფხულო სკოლების პროგრამა მოიცავს:
კრიმინალისტიკა, სამართალმცოდენობა და ფსიქოლოგია
ევროპა კრიზისში: ევროკავშირთან დაკავშირებული იმედები და საფრთხეები
ჩინეთი: მსოფლიოს სუპერძალა - მითი თუ რეალობა?
განვითარება, მდგრადობა და გლობალიზაცია
განათლება: სკოლის მომავალი
ქცევის ეკონომიკა და ფსიქოლოგია

ადრეული სააპლიკაციო განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა: 31.01.19. და 31.03.19.

პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

საკონტაქტო პირი: 
ეგლე ჰავრდოვა (Egle Havrdova) 
პროგრამის დირექტორი
ელ.ფოსტა: info@scholaempirica.org

 

სიახლეებში დაბრუნება