საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი 21 იანვრიდან განახლდება

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი 21 იანვრიდან განახლდება

10-01-2019 საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი მიმდინარე წლის 21 იანვრიდან განახლდება.

ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის რეკომენდაციის გათვალისწინებით მიიღო, რაც ვირუსის რისკებისგან საზოგადოების მაქსიმალური დაზღვევითაა განპირობებული.

შესაბამისად, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში შეიცვლება საგამოცდო საგნების ჩაბარების განრიგიც.

 

სიახლეებში დაბრუნება