ჩინეთის სასტიპენდიო პროგრამა უნივერსიტეტის ახალგაზრდა კადრებისათვის

ჩინეთის სასტიპენდიო პროგრამა უნივერსიტეტის ახალგაზრდა კადრებისათვის

15-03-2019 ცხადდება კონკურსი ჩინეთის სასტიპენდიო პროგრამაზე უნივერსიტეტის ახალგაზრდა კადრებისათვის, რომლებიც უშუალოდ ჩართულნი არიან სწავლების ან კვლევის პროცესში. 

კანდიდატის ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 45 წელს (უნდა იყოს დაბადებული 1974.09.01-ის შემდგომ პერიოდში) და უნდა ფლობდეს ბაკალავრის ან უფრო მაღალ აკადემიურ ხარისხს და ჰქონდეს მინიმუმ სამი წლის სამუშაო გამოცდილება. სამუშაო გამოცდილება უნდა შეესაბამებოდეს სასურველი პროგრამის სფეროს.

დაინტერესებულმა პირებმა ონლაინრეგისტრაცია უნდა გაიარონ მიმდინარე წლის 25 მარტამდე და შესაბამისი დოკუმენტები წარადგინონ ჩინეთის საელჩოში (მის. ბარნოვის 52).

პროგრამასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციისათვის საკონტაქტო პირია მარიამ ჩახაია (ჩინეთის საელჩოს ადმინისტრაცია).
ტელ.: 032 225 26 70

 

სიახლეებში დაბრუნება