ესეების და ბლოგების კონკურსი თემაზე - „პენიტენციური და პრობაციის სისტემები დღეს“

ესეების და ბლოგების კონკურსი თემაზე - „პენიტენციური და პრობაციის სისტემები დღეს“

11-06-2019

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში „პენიტენციური და პრობაციის რეფორმების ხელშეწყობა და მონიტორინგი სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით“, ორგანიზაცია „ციხის საერთაშორისო რეფორმის“ სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისი აცხადებს კონკურსს სტუდენტებისთვის, რათა გამოვლინდეს საუკეთესო ნამუშევრები (ესე ან ბლოგი) პენიტენციური და პრობაციის სისტემების რეფორმების პროცესში მიღწეული პროგრესის, არსებული ტენდენციების და გამოწვევების შესახებ. კონკურსის მიზანია სტუდენტების დაინტერესება და მათი ცნობიერების ამაღლება ამ სფეროში მიმდინარე მოვლენებზე.

თემატიკა:

კონკურსში მონაწილეობის აუცილებელი კრიტერიუმია ნამუშევარი ეხებოდეს ქვემოთ მოცემულ ერთ ან რამდენიმე თემას:

  • საქართველოში მსჯავრდებულთა (მათ შორის მოწყვლადი ჯგუფების: ქალების, არასრულწლოვნების, სექსუალური უმცირესობების) უფლებრივი მდგომარეობა;

  • საქართველოში მსჯავრდებულთა საყოფაცხოვრებო პირობები;

  • პენიტენციური სისტემის თანამშრომლების სამუშაო პირობები;

  • მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია და რესოციალიზაცია;

  • ჯანდაცვა პენიტენციურ სისტემაში;

  • უვადო თავისუფლებააღკვეთილი და მაღალი რისკის პატიმრების მდგომარეობა პენიტენციურ სისტემაში.

ასევე, ორგანიზაცია „ციხის საერთაშორისო რეფორმა“ მიესალმება ისეთი ნამუშევრის წარდგენას, რომელშიც გამოყენებული იქნება პროექტის ფარგლებში ცოტა ხნის წინ ჩატარებული ერთი ან რამდენიმე სამაგიდე კვლევის მიგნებები, რომლებიც მოცემულია ვებ-გვერდზე: https://www.penalreform.org/resource/

კონკურსში მონაწილეობის წესები:

1. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს (როგორც ბაკალავრიატის, ისე მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურიდან);
2. კონკურსანტებმა აღნიშნულ ელექტრონულ ფოსტაზე (egabelaia@penalreform.org) უნდა გამოგზავნონ შემდეგი ინფორმაცია:

  • ავტორის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, ტელეფონის ნომერი, ელ-ფოსტა;

  • სასწავლებლის სახელი;

  • ესე (3-4 გვერდი) ან ბლოგი (2-4 გვერდამდე).

3. საკონკურსო ნამუშევრების წარდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის 30 ივნისი.

4. ერთ მონაწილეს შეუძლია წარმოადგინოს მხოლოდ ერთი ნამუშევარი.

5. იგულისხმება, რომ საკონკურსო ნამუშევრების წარდგენით, კონკურსის მონაწილეები ეთანხმებიან კონკურსის წესებსა და პირობებს.

6. კონკურსის ბოლოს გამოცხადდება სამი გამარჯვებულირომელსაც გადაეცემა ფულადი ჯილდო: პირველ ადგილზე გასულ გამარჯვებულს - დარიცხული 1000 ლარის ოდენობით, მეორე ადგილზე - 800 ლარის, ხოლო მესამე ადილზე - 600 ლარის ოდენობით.

ორგანიზაცია „ციხის საერთაშორისო რეფორმა“ უფლებას იტოვებს გამოიყენოს საკონკურსო ნამუშევრები საპრეზენტაციო მასალებსა და სხვადასხვა მედიაში. გამარჯვებულები დასახელდებიან 2019 წლის ივლისში.

საკონტაქტო პირი:

ელენე გაბელაია

ელ-ფოსტა: egabelaia@penalreform.org

ტელ: +995 577 25 55 75


 

სიახლეებში დაბრუნება