სტუ-ის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტი სამუშაო შეხვედრას ჩაატარებს

სტუ-ის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტი სამუშაო შეხვედრას ჩაატარებს

25-06-2019


2019 წლის 26 ივნისს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტი ჩაატარებს სამუშაო შეხვედრას თემაზე: - „ენერგეტიკის დარგში დასაქმებული პერსონალის მომზადება (გადამზადება), სერთიფიცირება - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შეთავაზებები“.

ღონისძიებას სტუმრის სტატუსით დაესწრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა. 

ღონისძიებას გახსნის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი არჩილ ფრანგიშვილი. აუდიტირიის წინაშე სიტყვით წარსდგება ნათია თურნავა. 

სტუ-ის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის დეკანი გია არაბიძე წარადგენს პრეზენტაციას - „ენერგეტიკის დარგში დასაქმებული პერსონალის მომზადება (გადამზადება) სერთიფიცირება - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შეთავაზებები“. 

მოწვეული სტუმრები დაათვალიერებენ სტუ-ის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის ახლადგახსნილ „საექსპერტო ლაბორატორიას“. 

ღონისძიების ჩატარების ადგილი: სტუ-ის მე-8 კორპუსი, სხდომათა დარბაზი (მერაბ კოსტავას #75)

მონაწილეთა რეგისტრაცია: 14:30 – 15:00  

ღონისძიების გახსნა: 15:00


 

სიახლეებში დაბრუნება