შიდა მობილობის მსურველთა საყურადღებოდ!

შიდა მობილობის მსურველთა საყურადღებოდ!

26-08-2019

უნივერსიტეტის ფარგლებში საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის 

(შიდა მობილობის)

მსურველთა საყურადღებოდ! 

სსიპ – საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2019 - 2020 სასწავლო წლის პირველი სემესტრიდან საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე უნივერსიტეტის ფარგლებში საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის (შიდა მობილობა) მსურველებმა, განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2019 წლის 3 სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით. საბუთები მიიღება 1000-და 1600 საათამდე ყოველ დღე შაბათ-კვირის და გამოსასვლელი დღეების გარდა (თბილისი, კოსტავას 77, სტუ–ს ადმინისტრაციული კორპუსი, ოთახი N 350.

უნივერსიტეტის ფარგლებში საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის (შიდა მობილობა) მსურველთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  1. განცხადება;

  2. პირადობის მოწმობის ასლი;

  3. სასწავლო ბარათი (ნიშნების ფურცელი) დამოწმებული ბეჭდით;

  4. ჩარიცხვის ბრძანების ასლი, დამოწმებული ბეჭდით;

  5. პირად საქმეში არსებული ყველა ბრძანების ასლი, დამოწმებული ბეჭდით;

  6. სტუ–ს ბუღალტერიიდან (ოთახი N 210) ცნობა გადახდის შესახებ.


 

სიახლეებში დაბრუნება