სტუ-ს პროფესორი ემზარ ფაჟავა 2019 წლის ჟან მონეს პროგრამის კონკურსის გამარჯვებული გახდა

სტუ-ს პროფესორი ემზარ ფაჟავა 2019 წლის ჟან მონეს პროგრამის კონკურსის გამარჯვებული გახდა

08-08-2019


სტუ-ს პროფესორი ემზარ ფაჟავა 2019 წლის ჟან მონეს პროგრამის კონკურსის გამარჯვებული გახდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ემზარ ფაჟავა  2019 წლის ჟან მონეს პროგრამის კონკურსის გამარჯვებული გახდა. 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინფორმაციით,  პროფესორ ემზარ ფაჟავას პროექტის  „ევროპის იდეა და საქართველოს ევროპული ინტეგრაცია“, მიზანია  ახალგაზრდებში ევროპული ღირებულებების პოპულარიზაცია. 

პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდების ცოდნის ამაღლებას ევროპული ღირებულებებისა და საქართველოს ევროინტეგრაციულ საკითხებზე. 

აღსანიშნავია, რომ სამწლიანი პროექტი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის  ლექციების კურსის  ჩატარებას და ევროინტეგრაციის საკითხებზე საერთაშორისო კონფერენციების ორგანიზებას ითვალისწინებს.

 

სიახლეებში დაბრუნება