დავით აღმაშენებლის მონეტები - მაია პატარიძის საჯარო ლექცია

დავით აღმაშენებლის მონეტები - მაია პატარიძის საჯარო ლექცია

18-09-2019
მაია პატარიძის ლექცია2019 წლის 18 სექტემბერს, 15:00 საათზე, მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში გაიმართება ისტორიის დოქტორის, მაია პატარიძის საჯარო ლექცია - „დავით აღმაშენებლის მონეტები".

 ლექციაზე საუბარი შეეხება აღმაშენებლის პეროდის ცნობილ მონეტებს, მათ წარმომავლობას და ისტორიულ მნიშვნელობას. 

მსმენელები გაეცნობიან აღმაშებელის დროინდელ აქამდე უცნობი მონეტის ეგზემპლარს, რომელიც საქართველოს ეროვნული მუზეუმის ნუმიზმატიკურ ფონდშია დაცული. 

ლექციის შემდეგ მოეწყობა ექსკლუზიური ტური დავით აღმაშენებლის მონეტების გამოფენის დასათვალიერებლად.

საჯარო ლექცია შედგება სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის აუდიტორიაში.
მისამართი: თბილისი, ანტონ ფურცელაძის 1. 

 

სიახლეებში დაბრუნება