სამაგისტრო პროგრამებზე კონკურსის წესით დამატებით მიღების შესახებ

სამაგისტრო პროგრამებზე კონკურსის წესით დამატებით მიღების შესახებ

18-09-2019

ტექნიკური უნივერსიტეტი 2019/2020 სასწავლო წელს აცხადებს კონკურსის წესით დამატებით მიღებას სამაგისტრო პროგრამების ვაკანტურ ადგილებზე ჩარიცხვის მსურველთათვის

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 2019 წლის 18 სექტემბრის №01-09-10/217 ბრძანების თანახმად, მაგისტრატურაში სწავლების პირველ წელზე ჩარიცხვის მსურველთა საბუთები მიიღება:

  • 2019 წლის 19 სექტემბრიდან 23 სექტემბრის ჩათვლით, ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა
  • 10:00-დან 16:00 საათამდე, შესაბამის ფაკულტეტებზე:

სამშენებლო ფაკულტეტი
მ.კოსტავას 68; სტუ-ის I კორპუსი, მე-5 სართული, ოთახი 538;
საკონტაქტო ტელეფონი - 551 10 71 70;

ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტი
მ.კოსტავას 77; სტუ-ის VШ კორპუსი, მე- 5 სართული, ოთახი 503;
საკონტაქტო ტელეფონი - 593 39 31 32;

სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი
მ.კოსტავას 77; სტუ-ის Ш კორპუსი, მე-2 სართული, ოთახი 306;
საკონტაქტო ტელეფონი - 2 38 00 50; 599 39 12 52;

ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტი
მ.კოსტავას 69; სტუ-ის X კორპუსი, მე-4 სართული, ოთახი 403;
საკონტაქტო ტელეფონი - 555 49 86 12;

სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი
მ. კოსტავას 68; სტუ-ის I კორპუსი, მე-5 სართული, ოთახი 573;
საკონტაქტო ტელეფონი - 577 47 27 09;

არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტი
მ.კოსტავას 68; სტუ-ის I კორპუსი, C ფლიგელი, მე-4 სართული, ოთახი 410ც;
საკონტაქტო ტელეფონი - 555 58 87 07;

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი
მ.კოსტავას 77; სტუ-ის VI კორპუსი, მე-9 სართული, ოთახი 909 ა;
საკონტაქტო ტელეფონი - 577 52 77 29;

ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი
მ.კოსტავას 77; სტუ-ის VI კორპუსი, მე-3 სართული, ოთახი 309 ა;
საკონტაქტო ტელეფონი - 237 13 19; 599 14 20 80;

დიზაინის საერთაშორისო სკოლა
მ.კოსტავას 77; სტუ-ის VШ კორპუსი, II სათული ოთახი 3;
საკონტაქტო ტელეფონები: 558 24 74 78; 599 10 56 07;

აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტი
გურამიშვილის გამზ. №17, მე-2 სართული, ოთახი №209;
საკონტაქტო ტელეფონი 593 19 07 72;

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი
მ.კოსტავას 77; სტუ-ის VI კორპუსი, მე-7 სართული, ოთახი 710ა;
საკონტაქტო ტელეფონი - 551 53 60 11;

საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი
მ.კოსტავას 77; სტუ-ის VI კორპუსი, მე-6 სართული, ოთახი 603ბ;
საკონტაქტო ტელეფონი - 593 68 48 00.

 

მაგისტრატურაში ჩარიცხვის მსურველთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • განცხადება რექტორის სახელზე, ფაკულტეტისა და სამაგისტრო პროგრამის მითითებით;
  • პირადობის მოწმობა და მისი ასლი;აკადემიური უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი - დიპლომი და მისი ასლი ან კვალიფიკაციის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი და მისი ასლი;
  • ფოტოსურათი - 4 ცალი, ზომით 3х4 სმ და ასევე, ჩაწერილი CD დისკზე;სამხედრო მიწერის მოწმობა და მისი ასლი, ან სამხედრო ბილეთი და მისი ასლი (სამხედრო ვალდებულთა­თვის);
  • მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ სამაგისტრო გამოცდებზე მიღებული ქულების ამონაბეჭდი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდიდან www.naec.ge
  • ინგლისური ენის (B2.2) დამადასტურებელი დოკუმენტი იმ აპლიკატთათვის, რომლებსაც შემოაქვთ განაცხადი სამაგისტრო პროგრამაზე: „საბანკო საქმის მართვა“ და „ბიზნესის ადმინისტრირება“;
  • ბანკში სარეგისტრაციო გადახდის 15 (თხუთმეტი)-ლარიანი ქვითარი
    (სტუ-ის საბანკო რეკვიზიტებია: მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა; მიმღების დასახელება: ხაზინის ერთიანი ანგარიში; ბანკის კოდი: TRESGE22; მიმღების ანგარიში: სახაზინო კოდი 708977259 (მაგისტრატურაში 15-ლარიანი მომსახურების ანგარიში)

2019-2020 სასწავლო წლისათვის სტუ-ის სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის მსურველთა დამატებითი სასპეციალიზაციო გამოცდების განრიგი, არსებული ვაკანსიები და სხვა საჭირო ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:

  • სასპეციალიზაციო გამოცდების შედეგები გამოცხადდება 24 სექტემბერს და განთავსდება სტუ-ის ოფიციალურ ვებ გვერდზე;
  • საფაკულტეტო რანჟირების დოკუმენტი გამოქვეყნდება 25 სექტემბერს;
  • მაგისტრანტობის კანდიდატმა ფაკულტეტის დეკანატში უნდა გააფორმოს ხელშეკრულება 2019 წლის 26 სექტემბერს (წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ჩარიცხულთა სიაში ვერ მოხვდება);
  • 2019-2020 სასწავლო წლისათვის სტუ-ის სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის ბრძანება გამოიცემა ამა წლის 27 სექტემბერს;

შენიშვნა:

  • საბუთების მიღება და პირველადი შემოწმება ხდება შესაბამისი ფაკულტეტის დეკანატში. დოკუმენტების არასრულად წარმოდგენის შემთხვევაში აპლიკანტის განცხადება არ მიიღება.
  • ფაკულტეტი გასცემს საგამოცდო ფურცელს, სადაც მითითებულია სასპეციალიზაციო გამოცდის თარიღი და ადგილი.
  • კონსულტაციები სასპეციალიზაციო გამოცდებისა­თვის ჩატარდება შესაბამის ფაკულტეტებზე.
  • სტუ-ს სამაგისტრო პროგრამებზე კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს აპლიკანტს, რომელსაც საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ოთხი ნაწილიდან ნებისმიერ სამ ნაწილში და სასპეციალიზაციო გამოცდაში მიღებული აქვს

აღნიშნული ტესტების მინიმალური გამსვლელი ქულები:

  • წაკითხულის გააზრება - 6,4 ქულა;
  • ანალიტიკური წერა - 7,0 ქულა;
  • ლოგიკური მსჯელობა - 5,2 ქულა;
  • რაოდენობრივი მსჯელობა - 5,2 ქულა.

სასპეციალიზაციო გამოცდისათვის მინიმალური გამსვლელი ქულა ყველა სამაგისტრო პროგრამაზე არის 32 (შესაძლო მაქსიმალური 100 ქულიდან), მინიჭებული კოეფიციენტი - 65.

  • დამატებით - გასაუბრება ინგლისურ ენაში ჩატარდება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე „საბანკო საქმის მართვა“ და „ბიზნესის ადმინისტრირება“ ჩაბარების იმ მსურველთათვის, რომლებიც არ წარმოადგენენ ინგლისური ენის (B2.2) დონის დამადასტურებელ სეტთიფიკატს.

 

სიახლეებში დაბრუნება