„მოსწავლეთა საინჟინრო აკადემია“

„მოსწავლეთა საინჟინრო აკადემია“

19-09-2019

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი „მოსწავლეთა საინჟინრო აკადემია“ მოსწავლეთა მიღებას იწყებს 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი „მოსწავლეთა საინჟინრო აკადემია“ მოსწავლეთა ახალი ნაკადის მიღებას იწყებს. ჩვენი უპირველესი მიზანია სკოლის მოსწავლეს დავეხმაროთ: იპოვნოს გზა ცოდნისკენ, შემოქმედებისკენ, სიმშვიდისაკენ. ვასწავლოთ, თუ როგორ უნდა   ჩასწვდნენ პრობლემის, იდეის არსს, რათა შემდგომ თავად მოძებნონ გზები და საშუალებები ჯერ კიდევ გადაუჭრელი საკითხების დაძლევისთვის. ვეხმარებით სკოლის დავალებების დაძლევაში, პროფესიის შერჩევაში ვამზადებთ ეროვნული გამოცდების წარმატებით დაძლევისათვის. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში უკვე მეხუთე წელიწადია ფუნქციონირების მოსწავლეთა საინჟინრო აკადემია“ - (მსა).

ახალგაზრდებს გუნდური მუშაობის ფორმებსა და მეთოდებს შევასწავლით, რომლებიც აუცილებელია: ინოვაციური, კრეატიული, მეცნიერული, ბიზნეს აქტივობების მხარდასაჭერად. სემინარული, პრაქტიკული მეცადინეობები მიმართულია იქითკენ, რომ მოსწავლეებს განუვითარდეს ანალიზის, გადაწყვეტილების მიღების, განზოგადების უნარი და შეძლონ მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთება.

აკადემიის მსმენელებს ლექცია-სემინარები უტარდებათ თანამედროვე მეცნიერულ-ტექნიკური მიღწევებისა და ჯერ კიდევ გადაუჭრელი საკითხების, ყოველი თეორიული მასალა და საკვანძო საკითხები ვიდეო გაკვეთილების საშუალებით შუქდება.

მსმენელებს საშუალება აქვთ, მათი სურვილის შემთხვევაში მონაწილეობა მიიღონ სტუდენტური სამეცნიერო პროექტების შესრულებაში, რომლებსაც უძღვებიან უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები.

აკადემიის მსმენელები შეისწავლიან პროგრამირებას, გამოყენებით პროგრამულ სისტემებს კონკრეტული პროექტის, პრობლემების გადაწყვეტისათვის. ჩვენი მიდგომა ამ მიმართულებით ეყრდნობა საერთაშორისო გამოცდილებას (ამერიკის, საფრანგეთის, იაპონიის და ა.შ. ქვეყნების გამოცდილებებს, მეცნიერულ კვლევებს).

პროგრამირების მიმართულებით სწავლება, ჩვენთან ინდივიდუალურია და ის იგეგემება მოსწავლეებთან და მშობლებთან გასაუბრების შემდეგ. მოსწავლეთა საინჟინრო აკადემიაში მსმენელთათვის შექმნილია საიტი და ელექტრონული ჟურნალი, სადაც მსმენელები ონლაინ რეჟიმში იღებენ დახმარებას, აკადემიაში და სკოლაში მიცემული დავალებების შესრულებისათვის. 

 

მიმდინარე წლიდან მოსწავლეთა საინჟინრო აკადემია მსმენელს სთავაზობს შემდეგ მიმართულებებს:

V-XI კლასელებისთვის

  • მათემატიკა: (სახალისო ამოცანები, IQ ტესტები) და სასკოლო პროგრამა;

  • მათემატიკა, ფიზიკა ინგლისურ ენაზე.

  • ვებ პროგრამირება; ვებ დიზაინი; პროგრამირება C++, C#, (ინფორმატიკა სასკოლო პროგრამა მოსწავლეთა დასახმარებლად).

  • ქიმია. სკოლის პროგრამით          


XI-XII კლასებისათვის 

  • მათემატიკა უმაღლეს სასწავლებელში ჩასაბარებლად (მათემატიკა აბიტურიენტებისათვის).

 

  • სწავლების პერიოდში, მოსწავლეთა საინჟინრო აკადემიის მსმენელთათვის ექსკურსიები მოეწყობა.
  • აკადემიის მსმენელებს საინტერესო ლექცია-სემინარები უახლეს სამეცნიერო მიღწევებზე ჩაუტარდებათ.
  • ყოველწლიურად საზაფხულო სკოლა ტარდება. 


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, კოსტავას 77, სტუ-ის VI სასწავლო კორპუსი, „ახალგაზრდა მეცნიერთა და სტუდენტთა ინოვაციური საქმიანობათა ხელშემწყობი ცენტრი - „ერთად“, V სართული, ოთახი 510ა. 

დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ ტელ: 595196273, 236-41-28, 64-47. 

მეცადინეობები შაბათობით ტარდება; სხვა დღეებში კი მოსწავლეები შეთანხმებით იმეცადინებენ. 

  • სწავლა ფასიანია. სწავლის საფასური განისაზღვრება ურთიერთშეთანხმებით.

  • ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება.


 

სიახლეებში დაბრუნება