ტრენინგი ''სამეცნიერო კვლევის შედეგებზე ღია წვდომის პრინციპები და მათი როლი მეცნიერების განვითარებაში”

ტრენინგი ''სამეცნიერო კვლევის შედეგებზე ღია წვდომის პრინციპები და მათი როლი მეცნიერების განვითარებაში”

19-09-2019


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა  მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2019-ის ფარგლებში წარმოგიდგენთ საერთაშორისო კონსორციუმის, EIFL-ის (Electronic Information for Libraries) ღია წვდომის პროგრამის მენეჯერის, ირინა კუჩმას, ტრენინგს თემაზე - ''სამეცნიერო კვლევის შედეგებზე ღია წვდომის პრინციპები და მათი როლი მეცნიერების განვითარებაში.''

მოწვეული სპეციალისტი საჯარო და კერძო სექტორში სამეცნიერო პუბლიკაციებზე ღია წვდომის, როგორც მეცნიერებისა და განათლების განვითარების ხელშემწყობი პირობის შესახებ ისაუბრებს.

კერძოდ:

  • რას გულისხმობს ღია წვდომა
  • როგორ მოვიძიოთ ღია წვდომაში არსებული სამეცნიერო ინფორმაცია
  • როგორ გამოვაქვეყნოთ სამეცნიერო შრომა ღია წვდომის ჟურნალში ან რეპოზიტორიუმში
  • ღია წვდომის მოძრაობის მიღწევები და პრობლემები - გეგმა S (Plan S) და მისი ზეგავლენა ქართული მეცნიერების განვითარებაზე აგრეთვე, სტუმარი დამსწრე საზოგადოებას გაუზიარებს საერთაშორისო გამოცდილებასა და სტანდარტებს.
  • ამავე დღეს გაიმართება ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ღია წვდომის ელექტრონული სერვისების პრეზენტაცია.

ღონისძიებაზე  დასასწრებად მოწვეულები არიან ყველა სასწავლო ან კვლევითი დაწესებულების პროფესორები, მკვლევარები და სტუდენტები.

დასწრება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის თავისუფალია.

ინფორმაცია მოწვეული სტუმრის შესახებ :
ირინა კუჩმა ღია წვდომის პროგრამის მენეჯერია EIFL.net კონსორციუმში.
ირინა კუჩმა მართავს EIFL ღია წვდომის პროგრამას (EIFL-OA) 2008 წლიდან. მისი პასუხისმგებლობები მოიცავს ღია წვდომასთან დაკავშირებული მთელი რიგი საქმიანობის შემუშავებას, მიწოდებასა და შეფასებას.

მას მრავალი მიღწევა აქვს, მათ შორის 1100 – ზე მეტი ღია წვდომის რეპოზიტორიუმისა და 4000 – ზე მეტი ღია წვდომის ჟურნალის დაარსება EIFL– ს პარტნიორ ქვეყნებში, რაც წარმოაჩენს მსოფლიოში ახალი ცოდნისა და კვლევების სიმდიდრეს.

პროგრამა ასევე მხარს უჭერდა EIFL– ს პარტნიორ ქვეყნებში 135 ღია წვდომის პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტების შექმნას.

განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებში ღია წვდომის ექსპერტს, ირინა კუჩმას, ხშირად იწვევენ კონფერენციებსა და ღია წვდომის ღონისძიებებზე საკვანძო მოხსენების გასაკეთებლად.

იგი არის ღია წვდომის ჟურნალების დირექტორიის (DOAJ) მრჩეველთა საბჭოს, DSpace საზოგადოების მრჩეველთა გუნდისა (DCAT) და NDLTD (ქსელური დისერტაციების ციფრული ბიბლიოთეკა) დირექტორთა საბჭოს წევრი.

2013 წელს, ირინა კუჩმამ ელექტრონული საგამომცემლო ფონდის (EPT) განვითარების წლიური ჯილდ მიიღო,  "განვითარებად ქვეყნებში სამეცნიერო პუბლიკაციებზე ღია წვდომის მიღწევის ხელშეწყობაში" შეტანილი წვლილის აღასანიშნავად.

EIFL– ში შესვლამდე, იგი მუშაობდა საერთაშორისო რენესანსის ფონდში (სოროსის ფონდის ქსელის ნაწილი, ინფორმაციული პროგრამის მენეჯერი) და ასევე კოორდინირებდა ხელოვნებისა და კულტურის პროგრამას.

მას მიღებული აქვს კულტურული კვლევების მაგისტრის ხარისხი ეროვნულ უნივერსიტეტში ( ”კიევი-მოჰილას აკადემია”, უკრაინა ).

ირინა კუჩმა ფლობს უკრაინულ, ინგლისურ, ფრანგულ, პოლონურ და რუსულ ენებს.

 

სიახლეებში დაბრუნება