სტუ-ის სტუდენტები ბათუმში მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალს „სამეცნიერო პიკნიკს“ დაესწრნენ

სტუ-ის სტუდენტები ბათუმში მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალს „სამეცნიერო პიკნიკს“ დაესწრნენ

02-10-2019

სტუ-ის სტუდენტები ბათუმში მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალს „სამეცნიერო პიკნიკს“ დაესწრნენბათუმში  მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი - „ სამეცნიერო პიკნიკი” ჩატარდა, სადაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები მონაწილეობდნენ. მათ შორის მონაწილეობა მიიღეს ინფორმატიკისა და მართვის სისტემების და ქიმიის ფაკულტეტების სტუდენტებმა.

ფესტივალზე  სტუდენტები  ინფორმატიკისა და მართვის სისტემების დეპარტამენტში არდუინოს კონტროლერის ბაზაზე ახლადშექმნილი მოწყობილობებით წარსდგნენ, მათ დამსწრე საზოგადოებას 16  პროექტი გააცნეს.  პროექტის პრეზენტაცია ინფორმატიკისა და მართვის სისტემების სტუდენტებმა  დავით აფციურმა და ლაშა ქიტესაშვილმა წარადგინეს.  
სტუ-ის სტუდენტები ბათუმში მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალს „სამეცნიერო პიკნიკს“ დაესწრნენქიმიის ფაკულტეტის  სტუდენტებმა კი, დამთვალიერებლებს  ქიმიური ცდები შესთავაზეს.

„სასიამოვნო იყო იმის ხილვა, რომ დამთვალიერებლებს შორის ჭარბობდა მოსწავლე-ახალგაზრდობა და ბავშვები. მათში დიდი ინტერესი გამოიწვია 21-ე საუკუნის ყველაზე წარმატებული ინტელექტუალური ტექნოლოგიის -არდუინოს ბაზაზე შექმნილმა ინოვაციურმა პროექტმა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა გამოფენაში.  ჩვენ ყოველწლიურად განახლებულ პროექტებს ვთავაზობთ დაინტერესებულ პირებს“ - აცხადებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის  პროფესორი ჯემალ გრიგალაშვილი.

 

სიახლეებში დაბრუნება