ტექნიკური უნივერსიტეტში წელს ჩარიცხული 3356 სტუდენტიდან 1843 - სახელმწიფო დაფინანსებით ისწავლის

ტექნიკური უნივერსიტეტში წელს ჩარიცხული 3356 სტუდენტიდან 1843 - სახელმწიფო დაფინანსებით ისწავლის

02-10-2019

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, 4 წლის განმავლობაში, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ პრიორიტეტულ პროგრამებზე წელს ჩარიცხული 1843 სტუდენტი ისწავლის. ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, წელს, პრიორიტეტულ პროგრამების დაფინასებისთვის სახელმწიფოსგან, გრანტის სახით, 3,996 მლნ ლარი მიიღო, - ამის შესახებ  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში აცხადებენ.

საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინფორმაციით, სახელმწიფო აფინანსებს შემდეგ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებს: სამშენებლო - 484 ადგილი; ენერგეტიკა და ელექტროიჟინერია - 313 ადგილი;  სამთო და გეოინჟინერის - 120 ადგილი; საინჟინრო გეოდეზია - 15 ადგილი;  გეოლოგია - 35 ადგილი;  საინჟინრო უსაფრთხოებისა დასაგანგებო სიტუაციების მართვა - 39 ადგილი;  გეოინფორმატიკა - 15 ადგილი;  მეტალურგია - 11 ადგილი; მასალათმცოდნეობა - 28 ადგილი;  ქიმია - 49 ადგილი; სამრეწველო ინჟინერია და ტექნოლოგია - 30 ადგილი; მექანიკის ინჟინერია და ტექნოლოგია - 30 ადგილი; არქიტექტურა - 146 ადგილი; ბიოსამედიცინო ინჟინერია - 40 ადგილი; მათემატიკა - 31 ადგილი; საინჟინრო ფიზიკა - 39 ადგილი; მართვის სისტემები, ავტომატიზაცია და ტესტ-ინჟინერინგი - 40 ადგილი; აგრარული ტექნოლოგიები - 60 ადგილი; სასურსათო ტექნოლოგია - 130 ადგილი; სატყეო საქმე - 20 ადგილი; აგროინჟინერია - 20 ადგილი; მევენახეობა და ენოლოგია - 60 ადგილი; მეცხოველეობა - 20 ადგილი; აგრონომია - 49 ადგილი; ნიადაგისა და წყლის რესურსების ინჟინერია - 19 ადგილი. ტექნიკური უნივერსიტეტის აღნიშნული 25 საბაკალავრო პროგრამა და შესაბამისი საინჟინრო დარგები, სახელმწიფომ პრიორიტეტულად მიიჩნია.

„წელს, ტექნიკურ უნივერსიტეტში საკმაოდ დიდი კონკურსი იყო. სამშენებლო ფაკულტეტზე, სადაც 500 ადგილია, თავდაპირველად 1500 აბიტურინტი დარეგისტირდა. არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტზე გამოცხადებულ 150 ადგილზე კი, თავდაპირველად, 320 აბიტურიენტმა გაიარა რეგისტრაცია. ასეთივე მდგომარეობა იყო ჩვენი უნივერსიტეტის თითქმის ყველა საბაკალავრო პროგრამაზე.

2019-2020 სასწავლო წელს, ტექნიკურ უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებზე ფაკულტეტების მიხედვით გამოცხადებულ 4270 საკონკურსო ადგილზე სტუდენტის სტატუსი 3356 აბიტურიენტს მიენიჭა. გარდა ამისა, „ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე“ აზერბაიჯანული, სომხური, აფხაზური და ოსურენოვანი აბიტურიენტებისთვის გამოტანილ 520 საკონკურსო ადგილზე 294 ახალგაზრდა ჩაირიცხა. მათი უმრავლესობა აზერბაიჯანიდანაა. წელს, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, აფხაზური და ოსურენოვანი სტუდენტები არ  ჩარიცხულან. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე, „სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი-საქართველოს“ საბაკალავრო პროგრამებზე გამოცხადებულ საკონკურსო 30 ადგილზე სტუდენტის სტატუსი 18 აბიტურიენტს მიენიჭა. საქართველოში არსებულ უნივერსიტეტებს შორის, ჩარიცხულ აბიტურიენტთა რაოდენობით, ტექნიკური უნივერსიტეტი მეორე ადგილზეა. მოთხოვნილი ადგილებიდან გამომდინარე, ჩვენს უნივერსიტეტში  აბიტურიენტების 79%-ი ჩაირიცხა“, - აცხადებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სწავლების დეპარტამენტის უფროსი თამარ წერეთელი.

 

სიახლეებში დაბრუნება