ევროპის საბჭოს მიერ უნივერსიტეტებისთვის საგრანტო კონკურსზე განცხადებების მიღება 17 ოქტომბერს სრულდება

ევროპის საბჭოს მიერ უნივერსიტეტებისთვის საგრანტო კონკურსზე განცხადებების მიღება 17 ოქტომბერს სრულდება

09-10-2019


ევროპის საბჭოს მიერ უნივერსიტეტებისთვის საგრანტო კონკურსზე განცხადებების მიღება 17 ოქტომბერს სრულდებაევროპის საბჭოს მიერ უნივერსიტეტებისთვის გამოცხადებულ საგრანტო კონკურსზე განცხადებების  მიღება  17 ოქტომბერს სრულდება. 

ევროპის საბჭო საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტებისთვის მრავალფეროვნების პატივისცემისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საგრანტო კონკურსი  ერთი თვის წინ გამოაცხადა.

კონკურსი მიზნად ისახავს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას შემდეგი მიმართულებებით: 

  • დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული
  • დანაშაულისა და სიძულვილის ენის გავრცელება და ნეგატიური გავლენა ადამიანების კეთილდღეობაზე, მოწყველად ჯგუფებზე და ფართო საზოგადოებაზე საქართველოში; 
  • უმცირესობებისა და სხვა მოწყველადი ჯგუფების უფლებები და  მრავალფეროვანება ქართულ საზოგადოებაში;
  • დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და  სიძულვილის ენის მსხვერპლთა სამართლებრივი დაცვის მექანიზმები;
  • საქართველოში მშვიდობასა და კეთილდღეობის უზრუნველყოფაში რა წვლილი შეაქვს ადამიანის უფლებებს, დემოკრატიული ღირებულებებსა და საქართველოში მოქმედ ანტი-დისკრიმინაციულ კანონებს. 

 ცნობისათვის, პროექტების წარდგენა შეუძლიათ უნივერსიტეტებს თბილისიდან; ქვემო ქართლიდან; სამცხე- ჯავახეთიდან და აჭარიდან. 

თითოეული პროექტის მაქსიმალური ბიუჯეტია 4 000 ევრო. 

საპროექტო განაცხადის შეტანის საბოლოო ვადაა:  2019 წლის 17 ოქტომბერი. 

აპლიკაციები უნდა გაიგზავნოს ელექტრონულ მისამართზე:

tenders.antidiscrimination@coe.int სათაურით Georgia – small grant proposal

საგრანტო კონკურსი ცხადდება ევროპის საბჭოს პროექტის “დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში” ფარგლებში.

დამატებითი ინფორმაცია  იხილოთ მოცემულ ბმულზე:   https://www.coe.int/ka/web/tbilisi/-/call-for-proposals-for-small-grants-for-universities

 

სიახლეებში დაბრუნება