შრომის ბაზრის განვითარების მხარდასაჭერად ევროკავშირი და საქართველოს მთავრობა ახალი პროგრამის განხორციელებას იწყებენ

შრომის ბაზრის განვითარების მხარდასაჭერად ევროკავშირი და საქართველოს მთავრობა ახალი პროგრამის განხორციელებას იწყებენ

13-10-2019

2019 წლის 29 ოქტომბერს, გლდანის პროფესიული განათლების კოლეჯში, ჩატარდება ევროკავშირის ახალი პროგრამის - უნარ-ჩვევების განვითარება შრომის ბაზრის საჭიროებების შესაბამისად" (Skill Development and Matching for Labour Market Needs) ოფიციალური წარდგენის ღონისძიება. ევროკავშირი და საქართველოს მთავრობა ოფიციალურად იწყებენ ახალი, ოთხწლიანი პროგრამის განხორციელებას 48,5 მლნ ევროს კომპაქტის ფარგლებში. პროგრამის ამოქმედება ხელს შეუწყობს საქართველოში შრომის ბაზრის განვითარებასა და საქართველოს მოქალაქეების დასაქმების გაუმჯობესებას.

2018 წლის ნოემბერში ევროკომისიამ და საქართველოს მთავრობამ, ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, იმ მიზნით, რომ მხარი დაუჭირონ პროგრამის - „უნარ-ჩვევების განვითარება შრომის ბაზრის საჭიროებების შესაბამისად" (Skills4Jobs - ფაზა 2) განხორციელებას, რაშიც  ევროკავშირის მთლიანი წვლილი 48,85 მლნ ევროს შეადგენს.

ახალი პროგრამის წარდგენისა და ოფიციალურად ამოქმედების მიზნით, 2019 წლის 29 ოქტომბერს გაიმართება მაღალი დონის ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს მთავრობა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის დელეგაცია, ETF, ახალგაზრდები და სხვა დაინტერესებული მხარეები, სულ - 150 მონაწილე.

პროგრამის წარდგენის ცერემონიალზე მოეწყობა მაღალი დონის პანელი, რომელზეც განიხილება საქართველოში დასაქმების ხელშემწყობი რეფორმების მიმდინარეობა და შედეგები. ღონისძიება გაიმართება გლდანის პროფესიული განათლებისა და სწავლების ცენტრში, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე და ცნობილი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება საქართველოში.

ნახევარდღიანი ღონისძიება მიზნად ისახავს შეხვედრას ყველა დაინტერესებულ მხარესთან:  სამინისტროები და განსაკუთრებით განათლების სამინისტრო; დასაქმების სააგენტოები; პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები (ყველა პროფესიული კოლეჯი); სოციალური პარტნიორები; უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები (უნივერსიტეტები);  ახალგაზრდები (მათ შორის: ახალგაზრდა ევროპელი ელჩები, ევროპული აღმოსავლეთის პარტნიორობის სკოლები და სხვ.); დონორი ორგანიზაციები; სამოქალაქო საზოგადოება - შესაბამისი სამიზნე ჯგუფები და მედია. მონაწილეების შერჩევა მოხდება არა მხოლოდ დედაქალაქიდან, არამედ რეგიონულ დონეზეც.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართება გამოფენარომლის მიზანია პროფესიული განათლების განხორციელებაში ჩართულ მხარეთა, მათ შორის  უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაძლებლობებიწარმოჩენა. ექსპოზიციის ფორმატი თითოეული მონაწილისთვის (უნივერსიტეტი, კოლეჯი) ითვალისწინებს სტენდის მოწყობასსადაც შესაძლებელი იქნება ნამუშევრების, დანადგარების, აპარატურისა და სხვადასხვა მასალის გამოტანა.

გამოფენაში მონაწილეობის დადასტურება უნდა მოხდეს მიმდინარე წლის 15 ოქტომბრის ჩათვლით, ელ-ფოსტაზეtmerabishvili@mes.gov.ge

ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაცია და დღის წესრიგი, გთხოვთ, იხილოთ აქ.


 

სიახლეებში დაბრუნება