დიზაინის საერთაშორისო სკოლის აბიტურიენტთა მოსამზადებელი კურსები

13-07-2017 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორისო სკოლის აბიტურიენტთა მოსამზადებელი კურსის მოსწავლეებმა თავიანთი ნამუშევრების ალბომები შექმნეს.

აღსანიშნავია, რომ მოსამზადებელი კურსი ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტთა ინოვაციურ საქმიანობათა ხელშემწყობი ცენტრის მხარდაჭერით 6 თვის განმავლობაში მიმდინაროებდა. პროექტის ფარგლებში სკოლის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები (მე-10, მე-11, და მე-12 კლასელები) სტუ-ს დიზაინის საერთაშორისო სკოლაში უფასოდ ეუფლებოდნენ დიზაინერულ ხატვასა და ინგლისურ ენას, ეჩვეოდნენ კრეატიულ აზროვნებას.

შეხვედრები კვირაში ერთხელ იმართებოდა, 2 საათის განმავლობაში (2 სთ. ხატვა/2 სთ. ინგლისური ენა). მიუხედავად სწავლის ხანმოკლე პერიოდისა, სკოლის მოსწავლეებმა საუკეთესო შედეგები აჩვენეს. მომავალი სასწავლო წლიდან განახლდება მოსამზადებელი კურსები და ამასთან, იგეგმება არაერთი სიახლე, რომელსაც დიზაინის საერთაშორისო სკოლა სწავლის მსურველებს შესთავაზებს.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები