შვეიცარიის მთავრობის სტიპენდიების პროგრამა - 2017/18 სასწავლო წელი

11-08-2017 შვეიცარიის მთავრობა აცხადებს სტიპენდიების პროგრამას და სასტიპენდიო განაცხადების მიღებას 2018-2019 წლის აკადემიური წლისათვის. სტიპენდიები სრულად ფინანსდება შვეიცარიის მთავრობის მიერ და განკუთვნილია უცხოელი სტუდენტებისა და მეცნიერებისათვის.

ძირითადი სასტიპენდიო მოთხოვნები:
• უნივერსიტეტის ხარისხი
• გამორჩეული კვლევითი გამოცდილება და პოტენციალი
• ინგლისურის ან შვეიცარიის რომელიმე ოფიციალური ენის (გერმანული, ფრანგული ან იტალიური ენა) საფუძვლიანი ცოდნა

სტიპენდიების ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმ პროგრამაზე, რომელსაც აპლიკანტი აირჩევს და შესაძლებელია გაგრძელდეს 1-დან 3 წლამდე.

სტიპენდიების პროგრამაში მონაწილეობის მსურველმა დაინტერესებულმა პირებმა შესაბამისი განაცხადები უნდა წარადგინონ საქართველოში შვეიცარიის საელჩოში, არაუგვიანეს 2017 წლის 20 ნოემბრისა.

დამატებითი ინფორმაცია სასტიპენდიო პროგრამასთან დაკავშირებით იხილეთ ბმულზე.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები