მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების 2017 წლის კონკურსი

10-10-2017 მიმდინარეობს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების 2017 წლის კონკურსი.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს მოქალაქე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის აკრედიტირებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ, სტუდენტის აქტიური სტატუსის მქონე მაგისტრანტს. გრანტის მიღების პერიოდში მაგისტრანტი უნდა იყოს მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის დამამთავრებელი ან დამამთავრებლის წინა სემესტრის  სტუდენტი.

კონკურსში მონაწილე პროექტის  ხანგრძლივობა შეიძლება იყოს 4-10 თვე, ფონდიდან მოთხოვნილი ჯამური ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 6 000 ლარს.

პროექტის განხორციელება უნდა დაიგეგმოს 01/01/2018 – 31/10/2018 პერიოდში.

ელ. ფოსტის საშუალებით საკონკურსო დოკუმენტაციის გაგზავნის ბოლო ვადაა 24 ოქტომბერი, შემდეგ მისამართზე:  mr@rustaveli.org.ge  

კონკურსში მონაწილეობის შესახებ ამობეჭდილი და ხელმოწერილი განცხადების კანცელარიაში დარეგისტრირების ბოლო ვადაა 27 ოქტომბერი.

დაინტერესებული მაგისტრანტებისთვის ჯგუფური კონსულტაციები გაიმართება:

11 ოქტომბერი, 15:00 სთ. - ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსი, 115-ე აუდიტორია.

13 ოქტომბერი, 15:00 სთ. - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, E კორპუსი, 207-ე აუდიტორია.

დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ ფონდის ვებგვერდზე.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები