სტუდენტური გუნდების რეგისტრაცია - იმიტირებული სასამართლო პროცესი ადამიანის უფლებათა სამართალში

10-10-2017 თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტი, ამერიკის შეერთეული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" (EWMI-PROLoG) პროგრამის მხარდაჭერით, აცხადებს სტუდენტური გუნდების რეგისტრაციას ადამიანის უფლებათა სამართალში იმიტირებული სასამართლო პროცესის შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად.

შეჯიბრში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში არსებული აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამართლის სკოლების მეორე, მესამე და მეოთხე კურსის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებით დაკომპლექტებულ გუნდებს, 2-4 წევრის შემადგენლობით.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2017 წლის 16 ოქტომბერი.

ღონისძიებასთან დაკავშირებით დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები