სტუ-ს საინჟინრო ფიზიკის პროგრამის დოქტორანტის წარმატება

11-10-2017 6 - 8 ოქტომბერს ესტონეთის დედაქალაქ ტალინში Garage48 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ორგანიზებული იქნა პროექტი - კონკურსი Circular Economy 2017, რომელიც ითვალისწინებდა ეკოლოგიურ-ინოვაციური იდეების წარმოჩენას.

კონკურსში მონაწილეობას ღებულობდა 21 სხვადასხვა ეროვნების 150-მდე წარმომადგენელი, მათ შორის 4 ქართველი სტუდენტიც.

  აღსანიშნავია, რომ პირველ ადგილზე გავიდა გუნდი 3cular, რომლის იდეის ავტორია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის “საინჟინრო ფიზიკის“ სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი მიხეილ კელენჯერიძე; გამარჯვებულ გუნდს წარმოადგენდნენ დანარჩენი წევრები: მარკეტერი ალექსანდრე ტყეშელაშვილი (ტალინი) და პროექტის მენეჯერი კაისა ჰანსენი (ტალინი).

წარმოდგენილი იდეა ითვალისწინებს ხის ნარჩენი მასალების გადამუშავებას და მათ გამოყენებას 3D ობიექტების დაბეჭდვისათვის.

კონკურსის გამარჯვებულმა გუნდმა მიიღო ფულადი პრიზი 2500 ევროს სახით, პროექტის შემდგომი განვითარების ხელშეწყობისათვის. საგულისხმოა, რომ საპრიზო ადგილის გარდა, გუნდმა სტარტაპების ხელშემწყობი Prototron და Ajujaht კომპანიების სიმპათია დაიმსახურა და მათი პრიზები და მხარდაჭერაც მიიღო.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები