RETHINKe პროექტი - I საერთაშორისო კონფერენცია "უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაცია: სტრატეგიები და გამოწვევები“

11-10-2017 12 ოქტომბერს, 11:00 სთ., საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შეხვედრების ოთახში (Meeting Room) გაიხსნება პირველი საერთაშორისო კონფერენცია "უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაცია: სტრატეგიები და გამოწვევები“ -  IHE 2017 (Internationalisation in Higher Education: strategies and challenges), რომელიც გაიმართება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული TEMPUS პროგრამის  RETHINKe პროექტის ფარგლებში.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, როგორც პროექტის კონსორციუმის წევრი, მონაწილეობს პროექტში RETHINKe - Reform of Education Thru International Knowledge exchange (54417 8-T EM PUS-1-2013-1-PT-TEMPUS-JPCR, საგრანტო ხელშეკრულება  2013-5076), რომელიც  ითვალისწინებს ურბანისტიკასა და არქიტექტურის სადოქტორო ინგლისურენოვანი ორმაგი ხარისხის პროგრამების შემუშავებას გაძლიერებული გარემოს დაცვის კომპეტენციებით.

კონფერენციის პლენარულ სხდომაზე  სიტყვითა და მოხსენებებით გამოვლენ ლისაბონის არქიტექტურის ფაკულტეტის პრეზიდენტი ჟოაო პარდალ მონტეირო (პორტუგალია); RETHINKe პროექტის ხელმძღვანელი ოქსანა რიბაკი-ტურჩანინა (პორტუგალია); პროფ. ანტონიო კასტელბრანკო და სხვ.
კონფერენციის პლენარულ სხდომაზე გაშუქებული იქნება RETHINKe  პროექტის ძირითადი მიზნები, ამოცანები და მიღწეული შედეგები.

პლენარული სესიის შემდგომ კონფერენცია მუშაობას განაგრძობს სექციებში ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა ორმაგი ხარისხის პროგრამები; სხვა ევროპულ პლატფორმებთან დაკავშირებით ცოდნის გაცვლა და ამ მიმართულებით ქართულ და ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში არსებული ძირითადი პრობლემების,  გამოწვევებისა და განვითარების სტრატეგიები.
კონფერენციის ბოლოს მონაწილეები შეაჯამებენ სამუშაო სესიის შედეგებს.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები