სტუ-ს სტუდენტი "ნიჭიერი 2017“ პროექტის ფინალისტი გახდა

21-11-2017 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ქიმიის სპეციალობის მესამე კურსის სტუდენტი გიორგი კოტორაშვილი ტელეკომპანია „იმედის“ მიერ ორგანიზებული "ნიჭიერი 2017“ პროექტის ფინალისტი გახდა, რომელმაც  წარმოადგინა სახალისო ქიმიური ექსპერიმენტების შოუ და ნიჭიერის პროექტში მონაწილე კონკურსანტთა შემფასებელი ჟიურის და დამსწრე აუდიტორიის მოწონება და მაღალი შეფასება მიიღო.

გიორგი კოტორაშვილი ფაკულტეტის ერთ-ერთი მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტია, ქიმიური მეცნიერებების დაუფლების გამორჩეული ნიჭითა და პროფესიული უნარ-ჩვევებით. ის სტუდენტური სამეცნიერო კონფერენციების აქტიური მონაწილეა, კომუნიკაბელური და კრეატიული აზროვნების ახალგაზრდა.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები