სტუ-ს გუნდი სივასის რობოტიქსის მე-12 საერთაშორისო კონკურსში

15-05-2018 9-11 მაისს თურქეთის ქალაქ სივასში, ჩატარდა რობოტიქსის მე-12 საერთაშორისო კონკურსი.

რობოტიქსის კონკურსი ორგანიზებული იყო თურქეთის განათლების სამინისტროს მიერ და 11 კატეგორიად წარმოდგენილ კონკურსში მონაწილეობდა 4000 მონაწილე მსოფლიოს 15 ქვეყნის პროფესიული სასწავლებლებიდან.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან კონკურსში მონაწილეობა მიიღო ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის, საგანმანათლებლო პროფესიული პროგრამა "სამრეწველო ავტომატიზაციის" ჯგუფმა. ჯგუფს ხელმძღვანელობდა პროფ. ია მოსაშვილი, ხოლო მისი წევრები იყვნენ  პირველი კურსის სტუდენტები - შოთა გენგაშვილი და ცოტნე ფუტკარაძე.

სტუ-ს გუნდი მონაწილეობდა "Design - Build" კატეგორიაში და 42-ე ადგილი დაიკავა.

 

 

 

 



 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები