Erasmus+ საერთაშორისო სასწავლო კვირეული 2018 „იქ, სადაც სოციალური მეცნიერებები და STEM იკვეთებიან“ - ვიძემეს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი

Erasmus+ საერთაშორისო სასწავლო კვირეული 2018 „იქ, სადაც სოციალური მეცნიერებები და STEM იკვეთებიან“ - ვიძემეს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი

16-05-2018 2018 წლის 22-27 ოქტომბერს ვიძემეს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში (Vidzeme University of Applied Sciences – ViA) (ვალმიერა, ლატვია), ევროკავშირის Erasmus+  გაცლითი პროგრამის თანადაფინასებით, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის გაიმართება საერთაშორისო სასწავლო კვირეული 2018 „იქ, სადაც სოციალური მეცნიერებები და STEM იკვეთებიან“.

საერთაშორისო სასწავლო კვირეულის მონაწილეებს საშუალება ექნებათ, წაიკითხონ ლექციები ისეთ სამეცნიერო მიმართულებებში, როგორიცაა: ტურიზმი, მედია და საინფორმაციო წიგნიერება, სტრატეგიული კომუნიკაცია, სმარტ-ტექოლოგიები და კიბერისაფრთხოება. ამასთან ერთად, კვირეულის მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცემათ, 25 და 26 ოქტომბერს დაესწრონ საერთაშორისო ტურიზმის კონფერენციასა და მასწავლებელთათვის განკუთვნილ კონფერენციას.

ღონისძიებების სამუშაო ენაა ინგლისური.

ღონისძიებაში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ სააპლიკაციო განაცხადის გაკეთება არა უგვიანეს 2018 წლის 1-ლი ოქტომბრისა.

საერთაშორისო სასწავლო კვირეულთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე.

 

სიახლეებში დაბრუნება