შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი - ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტები 2017

22-06-2017 შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2017 წლის კონკურსს.

ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს ახალი ცოდნის შექმნას, ახალი იდეებისა და კონცეფციების, მოვლენებისა და ფაქტების, თეორიებისა და მოდელების თეორიულ და ექსპერიმენტულ შესწავლა-ანალიზს. დასაფინანსებელ კვლევას არ მოეთხოვება უშუალო კომერციული სარგებლიანობა, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა წარმოადგენდეს სოციალურ-პოლიტიკური, საზოგადოებრივი, კულტურული ან/და ტექნიკური პროგრესის საფუძველს.

კონკურსზე პროექტის დარეგისტრირება და კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ერთ ან რამდენიმე ორგანიზაციას პროექტის ძირითად პერსონალთან ერთად.

კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი:
• 16 ივნისი, 2017 - კონკურსის გამოცხადება;
• 19 ივნისი, 2017 - პროექტების ელექტრონული რეგისტრაციის დაწყება;
• 23 ივნისი, 16:00 სთ. - ჯგუფური კონსულტაცია №1 - სარეგისტრაციო ფორმა;
• 30 ივნისი, 16:00 სთ. - ჯგუფური კონსულტაცია №2 - სარეგისტრაციო ფორმა;
• 7 ივლისი, 16:00 სთ. - ჯგუფური კონსულტაცია №3 - სარეგისტრაციო ფორმა;
• 14 ივლისი, 16:00 სთ. - პროექტების ელექტრონული რეგისტაციის დასრულება (ბოლო ვადა);
• 19 ივლისი, 16:00 სთ - ფონდის კანცელარიაში კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენის ბოლო ვადა.

კონკურსში რეგისტრაცია ხორციელდება ორ ეტაპად:
• პროექტის ელექტრონული რეგისტრაცია კონკურსის ელექტრონულ ბაზაში – 2017 წლის 19 ივნისიდან 14 ივლისის 16:00 საათამდე.
• ფონდის კანცელარიაში რეგისტრაცია – კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადებების წარმოდგენა ფონდის კანცელარიაში - 2017 წლის 19 ივლისის 16:00 საათამდე.

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ შესაბამისი ვებგვერდი.

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები