XVIII საერთაშორისო სიმპოზიუმი „ლანდშაფტის მრავალფეროვნება და ბიომრავალფეროვნება“

XVIII საერთაშორისო სიმპოზიუმი „ლანდშაფტის მრავალფეროვნება და ბიომრავალფეროვნება“

01-03-2019 2019 წლის  23-27 აპრილს სმოლენიცეს კონგრესის ცენტრში (სლოვაკეთი) გაიმართება მე-18 საერთაშორისო სიმპოზიუმი ლანდშაფტის ეკოლოგიური კვლევის პრობლემებზე „ლანდშაფტის მრავალფეროვნება და ბიომრავალფეროვნება“. 

სიმპოზიუმის ორგანიზატორებია სლოვაკეთის ლანდშაფტის ეკოლოგიის ინსტიტუტი, სლოვაკეთის  მეცნიერებათა აკადემია და მისი სლოვაკეთის ეკოლოგიური საზოგადოება და ნიტრას კონსტანტინე ფილოსოფოსის სახ. უნივერსიტეტი. 

ღონისძიებაზე იმუშავებს  შემდეგი სექციები: 
  1. ლანდშაფტის სტრუქტურის ცვლილებები და მიწის გამოყენება- ბიომრავალფეროვნებაზე გავლენა 
  2. ლანდშაფტის დაცვა და ბიომრავალფეროვნების კონსერვაცია 
  3. ცვლილებები ლანდშაფტის ისტორიულ სტრუქტურებში 
  4. ურბანიზაცია და დასახლების განვითარება 
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ  სიმპოზიუმის ვებგვერდი. 

სიახლეებში დაბრუნება