V ყოველწლიური დარგთაშორისი კონფერენცია მეცნიერებასა და განათლებაში CBUIC 2018

V ყოველწლიური დარგთაშორისი კონფერენცია მეცნიერებასა და განათლებაში CBUIC 2018

23-02-2018 2018 წლი 21-23 მარტს ცენტრალური ბოჰემიის უნივერსიტეტში (პრაღა, ჩეხეთის რესპუბლიკა), აკადემიური წრეების წარმომადგენლებისა და პროფესიონალებისთვის გაიმართება V ყოველწლიური დარგთაშორისი კონფერენცია მეცნიერებასა და განათლებაში - CBUIC 2018. 
 
კონფერენციაზე იმუშავებს ოთხი სექცია:
  • ეკონომიკა და ბიზნესი 
  • სოციალური მეცნიერებები 
  • მედიცინა და ფარმაცია 
  • საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ინფორმაციული და საკომუნიკაციო მეცნიერებები.
 დეტალები:
  • ღონისძიების ჩატარების ადგილი: პრაღა, ჩეხეთის რესპუბლიკა, ცენტრალური ბოჰემიის უნივერსიტეტი, ჩეხეთის მეცნიერებათა აკადემიის შენობა. 
  • სტატიები გამოქვეყნდება: კონფერენციის შრომებში, ელექტრონული და დაბეჭდილი სახით 
  • მონაწილეობა: დასწრებული ან ვირტუალური 
  • სერტიფიკატი: ყველა მონაწილე, მათ შორის თანაავტორები, მიიღებენ მონაწილეობის სერტიფიკატს  
მნიშვნელოვანი თარიღები:
  • თეზისების მიღების ბოლო ვადა: 2018 წლის 16 მარტი 
  • სტატიების მიღების ბოლო ვადა: 2018 წლის 31 მარტი 
  • კონფერენცია გაიხსნება 2018 წლის 21 მარტს,  09:00  საათზე.  
საფასური:
  • მიიღება საკრედიტო/სადებეტო ბარათებიც 3D დაცვის ინტერფეისით 
  • დოქტორანტურის სტუნდეტებისთვის კონფერენციაში მონაწილეობის ფასი შეადგენს 140 ევროს 
  • დასწრებული ან ვირტუალური მონაწილეობა: 190 ევრო, დამოკიდებულია რეგისტრაციის თარიღზე. 
სარეგისტრაციო ფორმისა და კონფერენციის შესახებ მეტი დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ვებგვერდი.

სიახლეებში დაბრუნება