სინთეზური საწვავის (ნახშირწყალბადის) მიღების ახალი ტექნოლოგია

სტუ-ს მიკროპროცესორული და საზომი სისტემების დეპარტამენტის უფროსი, სამეცნიერო-კვლევითი და სადიაგნოსტიკო ცენტრის „ექსპერტი“ -ის  ხელმძღვანელი, პროფ. ზაალ აზმაიფარაშვილი

სტუ-ის სამეცნიერო-კვლევითი და სადიაგნოსტიკო ცენტრ „ექსპერტში“ სინთეზური საწვავის მიღების ტექნოლოგიის გაუმჯობესებისათვის სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა დაიწყო 2014 წლიდან.  მოვიკვლიეთ ინფორმაცია და გავაანალიზეთ რამოდენიმე მეთოდის თეორიული მოდელი და აქედან იქნა ამორჩეული ყველაზე  ნაკლებხარჯიანი მოდელი. საწყის ეტაპზე „ჯართის“ ფასად შევიძინეთ რეაქტორი, რაზედაც ტარდებოდა ექსპერიმენტები ერთი წლის განმავლობაში. შემდეგ მოხდა ჩვენი შერჩეული მოდელის მიხედვით ტექნოლოგიური გარდაქმნისათვის აუცილებელი ელექტრო-ქიმიური და ელექტრომექანიკური დანადგარების შეძენა ასევე“ჯართის“ ფასად, რომლებსაც ვუტარებდით მოდერნიზაციას და ტექნიკურ გამართვას იმისთვის რომ შესრულებულიყო სინთეზური საწვავის მიღების „ჩვენებური“ ტექნოლოგია. ვანხორციელებდით ცალკეული დანადგარების ტესტირებას, ვატარებდით სამონტაჟო-გამშვებ სამუშაოებს და მუშა დანადგარებზე ვატარებდით კვლევით ექსპერიმენტებს. რის შედეგადაც 2016 წლისთვის მივიღეთ სინთეზური ნახშირწყალბადი. მიღებული ნივთიერება იქნა შემოწმებული სპეციალიზირებული ლამორატორიის საშუალებით, რამაც აჩვენა მიღებული საწვავის  - ნახშირწყალბადის ქიმიური შემადგენლობის თავსებადობა  ნორმირებულ და სტანდარტულ მონაცემებთან.

სინთეზური საწვავის მიღების ტექნოლოგია ემყარება არსებულ ფიშერ-ტროფშის (Fischer - Tropsch) ქიმიური სინთეზის რეაქციას, რომელიც  იქნა შემუშავებული მეოცე საუკუნის დასაწყისში გერმანიაში. მსოფლიოში ამ მეთოდის გამოყენებით არის აგებული მრავალი ქარხანა, რომელიც საშუალებას იძლევა ბუნებრივი აირიდან თხევადი ნახშირწყალბადების მიღების.  სამეცნიერო კვლევითი და სადიაგნოსტიკო ცენტრის “ექსპერტი“-ს ლაბორატორიაში   ჩამოყალიბდა    ცნობილი რეაქციის ახალი მიმართულება (მოდერნიზება), კერძოდ, რეაქციაში შემავალ  ძირითად რესურსად გამოიყენება  ბუნებაში  არსებული  ყველაზე  გავრცელებული  ქიმური ნივთიერებები წყალი და ნახშირორჟანგი. მიღებული დიზელის ტიპის სინთეზური ერთი ლიტრი საწავისათვის ენერგო დანახარჯები  შეადგენს დაახლოებით  4,2-6 კილოვატ ელექტრო ენერგიას. თუ გავითვალისწინებთ ენერგიის ხარჯს და არსებულ სამუშაო  მასალას, სრულიად  ახალ და ეკონომიკურად გამართლებულ  პროდუქტს  ვაწარმოებთ. ამჟამად მიმდინარეობს ტექნოლოგიური პროცესის ავტომატიზაციის  დახვეწა ოპტიმალური მართვისათვის.

შემოთავაზებული ტექნოლოგია შეიძლება განხორციელებულ იქნას  მინი საწარმოს სახით.

ბანერები