ელექტრომაგნიტური რეზონანსის პრინციპზე მომუშავე მაცივარი

ელექტრომაგნიტური რეზონანსის პრინციპზე მომუშავე მაცივარი

სტუ-ს მიკროპროცესორული და საზომი სისტემების დეპარტამენტის უფროსი, პროფ. ზაალ  აზმაიფარაშვილი

შეიქმნა ელექტრომაგნიტური რეზონანსის პრინციპზე მომუშავე მაცივრის ლაბორატორიული მოდელი, რომელსაც არ გააჩნია ძრავი  და „საუკუნის ჭირად“ წოდებული ფრეონი.

შემოთავაზებული მეთოდის დადებითი მხარეები არსებულთან შედარებით გამოიხატება იმაში, რომ ელექტრომაგნიტური რეზონანსის პრინციპზე აგებული მაცივარი არ საჭიროებს მაცივარაგენტის - ფრეონის გამოყენებას და არ არის საჭირო ძრავა-კომპრესორი, რაც განაპირობებს მაცივრის უხმაურო მუშაობას.  მაცივრის კონსტრუქცია საგრძნობლად მარტივდება და ამასთან კვება ხორციელდება მუდმივი 12ვ. ძაბვით და მართვა - მიკროკონტროლერის საშუალებით, რაც თავის მხრივ  აიაფებს მთლიანად მოწყობილობის ღირებულებას.

სპეციალური ალგორითმის საშუალებით ხდება რეზონატორზე ზემოქმედება გარკვეულ სიხშირულ დიაპაზონში, რაც იწვევს ფირფიტის ერთ მხარეს ტემპერატურის შთანთქმას (დაწევას) და ბოლო ფირფიტის მახლობლობაში ტემპერატურის გამოსხივებას  (აწევას). ექსპონატის მარგი ქმედების კოეფიციენტი 80%-ია. 10-15 წამში ხდება ტემპერატურის დაწევა 10-12 გრადუსით და საბოლოო ტემპერატურა ახლოს არის 00 გრადუსთან ცელსიუსის სკალით. მისი გამოყენება შესაძლებელია საავტომობილო და სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებებში ახალი ტიპის კლიმატ კონტროლისა და კონდიცირების სისტემების შესაქმნელად.