ელექტროენერგიის უსადენოდ გადაცემის სისტემა

ელექტროენერგიის უსადენოდ გადაცემის სისტემა

სტუ-ს მიკროპროცესორული და საზომი სისტემების დეპარტამენტის უფროსი, პროფ. ზაალ  აზმაიფარაშვილი

სტუ-ს, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე, მიკროპროცესორული და საზომი სისტემების დეპარტამენტის მასშტაბით  შექმნილია ელექტროენერგიის უსადენოდ გადაცემის სისტემის რამოდენიმე მოდიფიკაცია. 

ის პრინციპი რომელიც ჩადებულია შექმნილ  სისტემაში, შეიძლება გამოყენებულ იქნეს  სხვადასხვა სახის ელექტრონული მოწყობილობების უსადენოდ კვებისათვის, მოძრავი ობიექტებისათვის ელექტროენერგიისუსადენოდ მიწოდებისათვის, აკუმულატორების უკონტაქტო დამუხტვისათვის, ნათურების უსადენოდ განათებისათვის და სხვ.

შექმნილი  სისტემის მოქმედების პრინციპი ემყარება ელექტრომაგნიტური რეზონანსის მოვლენას სადაც, რეზონანსის დამყარების პროცესის მართვა ხდება მიკროპროცესორული მმართველი ბლოკის საშუალებით, რაც განაპირობებს ვეებერთელა ენერგიის მიღების კონტროლირებად პროცესს. რეზონატორში მიმდინარე ფიზიკური პროცესების ჭეშმარიტება დაყრდნობილია მრავალი კვლევის და ექსპერიმენტის საფუძველზე. მიღებული გვაქვს პატენტი, რომელიც გაცემულია   „საქპატენტის“ მიერ.