ლოგისტიკის დეპარტამენტი



507 "ლოგისტიკის დეპარტამენტის" განვითარების ისტორია


ლოგისტიკის დეპარტამენტი ჩამოყალიბდა 2011 წელს. დეპარტამენტის შექმნა განაპირობა საქართველოში ლოგისტიკის დარგის დინამიურმა განვითარებამ და ამ დარგში კვალიფიცირებული კადრებზე მოთხოვნის სწრაფმა ზრდამ.
2012 წელს დეპარტამენტმა დაიწყო ლოგისტიკაში პირველი სამაგისტრო პროგრამა საქარველოში. 2015 წელს გერმანიის ვილდაუს ტექნიკური გამოყენებით უნივერსიტეტთან, ფკენსბურგისა და ბრანდერბურგის გამოყენებით უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით დეპარტამენტმა დაიწყო ლოგისტიკაში ორდიპლომიანი გერმანულენოვანი საბაკალავრო პროგრამის განხორციელება. პროგრამას უძღვებიან ქართველი და გერმანელი პროფესორ-მასწავლებლები. წარმატებული სტუდენტები ბოლო ორ სემესტრს გადიან გერმანიაში და ღებულობენ ვილდაუს ტექნიკური გამოყენებითი უნივერსიტეტის დიპლომს აკადემიური ხარისხით ინჟინერიის ბაკალავრი ლოგისტიკაში.

ვილდაუ უნივერსიტეტის პრეზიდენტს პროფესორ ლასზლო უნგვარის სტუ-ს საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა


2017 წელს ლოგისტიკის დეპარტამენტმა რომის ტორ ვერგატას და საპიენცას უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით დაიწყო ორდიპლომიანი სამაგისტრო პროგრამის შექმნა „სმარტ ლოგისტიკაში“. აღნიშნული პროგრამა ორიენტირებულია თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მართვის ინსტრუმენტების შესწავლაზე. პროგრამა ფუნქციონირებას დაიწყებს 2020 წლის სექტემბრიდან.
ლოგისტიკის დეპარტამენტი აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებთან ტრანსპორტის, ლოგისტიკის, წარმოების და ვაჭრობის დარგებში. დეპარტამენტს ხელმოწერილი აქვს 30-ზე მეტ კომპანიასთან ხელშეკრულება და მემორანდუმი თანამშრომლობის შესახებ. სამეცნიერო-კვლევით კუთხით იგი თანამშრომლობს 15-ზე მეტ საერთაშორისო უნივერიტეტთან და კვლევით ორგანიზაციასთან.

შეხვედრა ლოგისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებთან