დეპარტამენტები

საზღვაო და სპეციალური ტექნოლოგიური ტრანსპორტის დეპარტამენტი

  511 "საზღვაო და სპეციალური ტექნოლოგიური ტრანსპორტის "დეპარტამენტის საქმიანობა და სტრუქტურა

დეპარტამენტის ელექტრონული ფოსტა vl.jajanidze@gtu.ge

საზღვაო და სპეციალური ტექნოლოგიური ტრანსპორტის დეპარტამენტი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში არსებობს 2003 წლიდან.თავიდან ფუნქციონირებდა მთავარ კორპუსში, შემდეგ მე-7 კორპუსში, ხოლო2013 წლიდან გადმოვიდა სტუ-ს I კორპუსში და ამჟამად იკავებს 696, 698 და 427 ოთახებს.

ლაბორატორიული სამუშაოების ჩასატარებლად ვიყენებთ საავტომობილო ტრანსპორტზე არსებულ ძრავების და სამშენებლო მანქანების კათედრის დატვირთვა-განტვირთვის მანქანების ლაბორატორიას. საზღვაო და სპეციალური ტექნოლოგიური ტრანსპორტის დეპარტამენტში სასწავლო პროცესის ჩატარებას უზრუნველყოფენ მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესორ-მასწავლებლები.წინა ოთხი წლის საკონკურსო პერიოდში 6,5 საშტატო ერთეული იყო. ამჟამად დეპარტამენტში არის 3 პროფესორ -მასწავლებელი 1 სპეციალისტი და 1 ლაბორანტი.აღნიშნული პერიოდის განმავლობაში დეპარტამენტის მიერ გამოშვებული სპეციალისტები მუშაობენ საზღვაო ტრანსპორტის სხვადასხვა სფეროში.დეპარტამენტს დადებული აქვს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები ფოთის საზღვაო ნავსადგურთან და ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტთან. დადებული მემორანდუმები ითვალისწინებს სტუდენტთა დასაქმებას   სასწავლო პროგრამის დამთავრების შემდეგ. ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტს გააჩნია მძლავრი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა,რომელსაც დეპარტამენტი იყენებდა სტუდენტთა საწარმოო პრაქტიკის ჩასატარებლად.ამჯერად დეპარტამენტში ფუნქციონირებს ორი სასწავლო პროგრამა ბაკალავრიატის და მაგისტრატურის.ბაკალავრიატის სასწავლო პროგრამა ითვალისწინებს ბაკალავრების მომზადებას ორი მოდულით: გემის მექანიკოსი და საზღვაო გადაზიდვები და სპეციალური ტექნოლოგიური სატრანსპორტო საშუალებები.სასწავლო პროგრამის მიზანი, სტუდენტთა შეფასების კრიტერიუმები,სწავლის შედეგები, მისანიჭებელი კვალიფიკაციები და ა.შ. მოცემულია წარმოდგენილ პროგრამებში.

დეპარტამენტში მუშავდება სტრატეგიული განვითარების გეგმა 3 და 7 წლის პერიოდისთვის,რომელიც ითვალისწინებს ახალი სასწავლო პროგრამების შექმნას ევროპის უმაღლესი სასწავლებლების პროგრამების მიხედვით საზღვაო ასპექტში.მუშავდება ერთობლივი ორი საგანმანათლებლო პროგრამა ბათუმის ნავიგაციის ინსტიტუტთან ერთად შემდეგი სპეციალობებისთვის: გემის მექანიკოსი და საზღვაო გადაზიდვები. განზრახულია მემორანდუმის დადება ბათუმის საზღვაო პორტთან და ფოთის გემშემკეთებელ ქარხანასთან.

დეპარტამენტის სასწავლო პროცესში პროფესორ- მასწავლებლების მიერ 2007-2017 წლამდე დამუშავებულია და დაბეჭდილია 96 სამეცნიერო სტატია საქართველოს და საზღვარგარეთის სხვადასხვა სამეცნიერო ჟურნალებში, 22 სახელმძღვანელო და დამხმარე საელმძღვანელო, 2 მონოგრაფია,დამუშავებულია 3 პროფესიული სტანდარტი და 2 საავტორო მოწმობა,წარდგენილია 8 გამოგონება, აქედან 2 გაყიდულია.

დეპარტამენტში ამჟამად მიმდინარეობს აქტიური მუშაობა და მზადება მომავალი სასწავლო პროგრამების ავტორიზაციისთვის. ამ მიზნით ყოველ კვირაში დეპარტამენტის თანამშრომლები მაია ბარბაქაძე და ვალერი ჯაჯანიძე მონაწილეობენ ხარისხის სამსახურის ტრენინგებში.

2007 წლიდან დღემდე დაცულია 1 სადოქტორო დისერტაცია.მაგისტრატურის კურსი ბოლო სამი წლის მანძილზე გაიარა 3 სტუდენტმა.

82-83 საერთაშორისო სტუდენტურ კონფერენციაში ჩვენმა სტუდენტებმა აიღეს

ორი I ადგილი , ორი II ადგილი და ერთი III ადგილი.