07 აგვ

გარე მობილობის მსურველთა საყურადღებოდ!

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2019/2020 სასწავლო წლის პირველი სემესტრიდან გარე მობილობის შესახებ
ყველა სიახლე

სატრანსპორტო სისტემების სასწავლო-კვლევითი და საექსპერტო ცენტრის პერსონალის სერტიფიკაციის ორგანო

   საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის სატრანსპორტო სისტემების სასწავლო-კვლევითი და საექსპერტო ცენტრი-ს პერსონალის სერტიფიკაციის ორგანო წარმოადგენს საქართველოს აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს ,,აკრედიტაციის ცენტრის“ მიერ აკრედიტებულ ორგანიზაციას, რომლის მიზანია განახორციელოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის ტექნიკური პერსონალის სერტიფიცირება ისო/იეკ 17024:2012/2014 სახელმძღვანელოს მოთხოვნების შესაბამისად, სერტიფიცირების პროცესი სერტიფიკაციის ორგანო - ს მიერ ხორციელდება შემდეგი ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნების გათვალისწინებით: საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 დეკემბრის №511 დადგენილება ტექნიკური რეგლამენტის – „ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შენობა-ნაგებობების, აღჭურვილობისა და პერსონალის ტექნიკური კვალიფიკაციის მიმართ მოთხოვნების“ დამტკიცების თაობაზე, საქართველოს მთავრობის 2017 წლის 01 დეკემბრის №510 დადგენილება „ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე, ასევე საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №37 დადგენილება, ტექნიკური რეგლამენტის „სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტესტირების პერიოდულობის“ დამტკიცების თაობაზე.


სერტიფიკაციის ორგანო აკრედიტებულია  საქართველოს აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს ,,აკრედიტაციის ცენტრის“ მიერ